Popular Post მიშა Posted October 31, 2010 Popular Post Posted October 31, 2010 კიდევ ერთი სტატია დამრჩა დასაწერი ჩემს საყვარელ განყოფილებაში, Flash დრაივზე და მგონი ამის შემდეგ HDD/RAM/Flash განყოფილება სანიმუშო გახდება მოკლედ დავიწყოთ. 1. ტექნოლოგია. Flash დრაივების ტექნოლოგია ნაწილობრივ მოძველებულ EEPROM-ზეა აგებული. EEPROM (Electrically Erasable Programmable Read-Only Memory), ანუ "ელექტრონულად წაშლადი მეხსიერება" ტექნოლოგია იყო, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა ჩიპზე ინფორმაციის ჩაწერა, მაგრამ მისთვის კიდევ რამე ინფორმაციის მიმატებისთვის საჭირო იყო მთელი ინფორმაციის ამოშლა და უკვე შევსებულის ახლიდან ჩაწერა. EEPROM ცოტათი გააუმჯობესეს, მეხსიერების მატარებელი დაყვეს ბლოკებად ისე, რომ ახალი ინფორმაციის დასამატებლად ყველა ბლოკის ამოშლა საჭირო აღარ იყო. ამასთან ერთად გაზარდეს ჩაწერა-წაშლის სიჩქარეები და მიიღეს ე.წ. EEPROM Flash memory. USB ტექნოლოგიის გამოჩენამ შესაძლებელი გახადა ინფორმაციის მეტ-ნაკლებად სწრაფი გაცვლის მქონე ინტერფეისის შეცვლა, რომელიც "ცხელ" რეჟიმში იმუშავებდა (ანუ მოწყობილობის PC-ზე მიერთებისთვის საჭირო არ იყო PC-ს გათიშვა). ჰოდა ჩვენთვის ნაცნობი Flash დრაივი ფაქტობრივად EEPROM Flash memory-ს USB ინტერფეისზე "დასმული" მინი-ვერსიაა. 2000 წელს კომპანიებმა IBM და M-Systems-მა ერთად წარმოადგინეს პირველი ფლეშ დრაივი სახელწოდებით "DiskOnKey". აი ისიც: მისი ტევადობა სულ რაღაც 8MB გახლდათ. რათქმაუნდა USB-ს სიჩქარე მაშინ მხოლოდ 1MB/s იყო, მაგრამ DiskOnKey-მ არნახული პოპულარობა მოიპვა, მისი ტევადობა ხომ 5.5-ჯერ აჭარბებდა Floppy-ს ტევადობას . 2000 წლის ბოლოს კი USB 2.0-იც გამოჩნდა თავისი 60MB/s სიჩქარით და წავიდა "ფლეშკები" რიხინ-რიხინით...მართალია ტექნოლოგიის თავისებურებების გამო ფლეშ დრაივი მთელ ამ სიჩქარეს ვერ იყენებს (max - 30MB/s) მაგრამ წინანდელზე სწრაფი ხომაა . 2. ახლა კი გავხსნათ Flash Drive და ვნახოთ რა აქვს შიგ 1. "მამალი" USB კონექტორი. 2. USB mass storage კონტროლერი. პატარა მიკროჩიპი, რომელიც შეიცავს მიკროკონტროლერს თავისი RAM და ROM-ით. ფაქტობრივად მინი კომპიუტერი, რომელიც აკონტროლებს შემავალ და გამავალ ინფორმაციას. 3. სატესტო წერტილები. ამასთან არაფერი გვესაქმება 4. NAND მეხსიერების ჩიპი. ჩემს სტატიებს თუ კითხულობთ უკვე გეცოდინებათ რა არის NAND, თუ არადა PM 5. კრისტალ-ოსცილატორი. კრისტალი, რომლითაც გენერირდება ფლეშ დრაივის ტაქტური სიხშირე 12MHz. 6. LED. 7. დამცავი. 8. ადგილი მეორე NAND ჩიპისთვის. Flash დრაივების უმეტესობა FAT ან FAT32 ფაილური სისტემით გამოდის, თუმცა სურვილისამებრ შეიძლება მისი დაფორმატება NTFS სისტემაზეც. 3. ახლა რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს დადებითი მხარეები: კომპაქტურობა. CD, DVD და სხვა დისკებისგან განსხვავებით დაცულია გაკაწვრისგან. თუ უჩხიკინეთ და კორპუსი გაკაწრეთ, ინფორმაციას მაინც არაფერი დაუშავდება. ტევადობა. 2009 წელს გამოვიდა 256GB-იანი ფლეშ დრაივი, რაც ნებისმიერ DVD და Blu-ray დისკზე მეტია. თანაც ბეეეეეეევრად. HDD-სთან შედარებით მცირე ენერგომოხმარება და მოძრავი ნაწილების არარსებობა. უარყოფითი მხარეები: ისევე, როგორც ნებისმიერი Flash მეხსიერება, ფლეშ დრაივიც ჩაწერა-წაშლის მხოლოდ გარკვეულ ციკლზეა გათვლილი. იმის მიუხედავად, რომ არსებობს ჩაწერისგან დამცავი მექანიზმი (გადასართველი), ფლეშ დრაივების უმეტესობას იგი არ აქვს. გარე HDD-სთან შედარებით ფასი/ტევადობა შეფარდება საკმაოდ დიდია. ფაქტობრივად სულ ესაა, რაც მინდოდა გცოდნოდათ Flash Drive-ებზე. იმედია თქვენი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულია. თუკი რამე კონკრეტულ მოწყობილობაზე გაინტერესებთ რამენაირი ინფორმაცია, მითხარით და აუცილებლად მოგაწვდით :rolleyes: 10 Quote
JimmyPage Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 Corsair Voyager 16GB ვიყიდე გუშინ და რა მაინტერესებ ფატ32 და ნტფს სისტემებს შორის რა განსხვავებაა და რომელი უფრო კარგი იქნება ამ ფლეშზე ? Quote
ბექა Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 Corsair Voyager 16GB ვიყიდე გუშინ და რა მაინტერესებ ფატ32 და ნტფს სისტემებს შორის რა განსხვავებაა და რომელი უფრო კარგი იქნება ამ ფლეშზე ? განსხვავება ისაა რომ FAT ფაილურ სისტემაზე შენ არ შეგიძლია 4GB ზე მეტი მოცულობის (მაგალითად თამაშის არქივის) პირდაპირ გადატანა და სიჩქარე გადაწერის შედარებით დაბალია ვიდრე NTFS-ზე და კიდევ ის რომ NTFS-ზე თუ იყენებ აუცილებლად Eject უნდა გაუკეთო ხოლმე და ისე გამოაერთო პორტიდან (დაზიანების რისკი დიდია), მე NTFS-ზე ვიყენებ მოსახერხებელია ჩემი აზრით და სწრაფიც :) Quote
ANuB1S Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 Corsair Voyager 16GB ვიყიდე გუშინ და რა მაინტერესებ ფატ32 და ნტფს სისტემებს შორის რა განსხვავებაა და რომელი უფრო კარგი იქნება ამ ფლეშზე ? აქ არაა მაგისი ადგილი. მაგრამ გიპასუხებ: ძირითადი განსხვავება რომელიც პრაქტიკაში გვხვდება ისაა რომ FAT32-ზე ვერ ჩაწერ 4GB-ზე დიდი ფაილებს, NTFS-ზე კიდევ ამ მხრივ პრობლემა არაა. განსხვავება ისაა რომ FAT ფაილურ სისტემაზე შენ არ შეგიძლია 4GB ზე მეტი მოცულობის (მაგალითად თამაშის არქივის) პირდაპირ გადატანა და სიჩქარე გადაწერის შედარებით დაბალია ვიდრე NTFS-ზე და კიდევ ის რომ NTFS-ზე თუ იყენებ აუცილებლად Eject უნდა გაუკეთო ხოლმე და ისე გამოაერთო პორტიდან (დაზიანების რისკი დიდია), მე NTFS-ზე ვიყენებ მოსახერხებელია ჩემი აზრით და სწრაფიც Life Is Too Short To Safely Remove USB :D Quote
ბექა Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 აქ არაა მაგისი ადგილი. მაგრამ გიპასუხებ: ძირითადი განსხვავება რომელიც პრაქტიკაში გვხვდება ისაა რომ FAT32-ზე ვერ ჩაწერ 4GB-ზე დიდი ფაილებს, NTFS-ზე კიდევ ამ მხრივ პრობლემა არაა. Life Is Too Short To Safely Remove USB გაჩერდი ერთი მაგის გამო ახალთახალი ფლეში ვისროლე ნაგავში (ვაოფებთ) Quote
George Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 გაგიკვირდეთ შეიძლება მაგრამ პირველი ფლეშკა რამდენიმე კვირის წინ ვიყიდე პარტიშენები რომ დამეკარგა და ვეყარ ხედავდა HDD ბიოსიდან, 4GB Adata დავითრიე ტაივანის 18 ლარათ და საკმაოთ გაიაფებულა, ვინდოუსის დასაყენებლათ ვისაც სხვა რაღაცეებისთვის არ ჭირდება და არც იფონები,სმარტფონები, ბოლო პაკალენიის მობილურები და ციფრული აპარატები გააჩნია მართლა საჭირო რამეა, დვდ დისკავოდები ხშირათ უბერავენ და ახლის ყიდვას მემგონი ფლეშკის დათრევა ჯობია, ბევრათ უფრო მარტივია და სწრაფი მეთოდი და უფრო იაფშიც გამოხვალ პრინციპში Quote
fashisti Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 ვინმემ ხომ არ იცით (ან თუ არ იცით რამე ლინკი ხომ არ გეგულებათ) მეხსიერების ჩიპზე ინფორმაცია როგორ ინახება და ჩაწერა წაკითხვა როგორ ხდება? George ხო ფლეშკები მაგრად გაიაფდა თბილისში 16 GB უკვე 44 ლარად იყიდება 5 წლიანი გარანტიებით და რამე რუმე ერთი წლის წინ კი ხალხი ვერც იოცნებებდა ასეთ პირობებზე Quote
JimmyPage Posted November 19, 2011 Posted November 19, 2011 განსხვავება ისაა რომ FAT ფაილურ სისტემაზე შენ არ შეგიძლია 4GB ზე მეტი მოცულობის (მაგალითად თამაშის არქივის) პირდაპირ გადატანა და სიჩქარე გადაწერის შედარებით დაბალია ვიდრე NTFS-ზე და კიდევ ის რომ NTFS-ზე თუ იყენებ აუცილებლად Eject უნდა გაუკეთო ხოლმე და ისე გამოაერთო პორტიდან (დაზიანების რისკი დიდია), მე NTFS-ზე ვიყენებ მოსახერხებელია ჩემი აზრით და სწრაფიც და allocation unit size რომელი ჯობია ნტფს-სთვის იქნებ გამარკვიო მაგაშიც და მეტს აგარ შეგაწუხებ :bliss: Quote
ბექა Posted November 19, 2011 Posted November 19, 2011 და allocation unit size რომელი ჯობია ნტფს-სთვის იქნებ გამარკვიო მაგაშიც და მეტს აგარ შეგაწუხებ რაზეც დადგება ის. Quote
the_chriko Posted September 19, 2012 Posted September 19, 2012 მე როგორც ვიცი ntfs-ს არ შეუძლია 4-gb ზე მეტი და fat-32 ს კი შეუძლია 4 გბ ზე მეტის ჩაწერა Quote
lomsa Posted September 19, 2012 Posted September 19, 2012 მე როგორც ვიცი ntfs-ს არ შეუძლია 4-gb ზე მეტი და fat-32 ს კი შეუძლია 4 გბ ზე მეტის ჩაწერა პირიქით Quote
სოსო Posted September 20, 2012 Posted September 20, 2012 პირიქით +1 პირიქით NTFS უფრო ახალი ტექნოლოგიაა Quote
fashisti Posted September 26, 2012 Posted September 26, 2012 და allocation unit size რომელი ჯობია ნტფს-სთვის იქნებ გამარკვიო მაგაშიც და მეტს აგარ შეგაწუხებ რაც უფრო პატარაა ეგ ზომა მით უფრო კომპაქტურად ეტევა ყველა ფაილი ანუ ადგილს უფრო კარგად იყენებ თუმცა სიჩქარე ნელდება შედარებით ხოლო რაც უფრო დიდია ეგ ზომა სიჩქარე უფრო მეტია თუმცა ადგილს იკავებს ცუდათ მაგალითად 400 ბაიტიანი ფაილი რომ გეწეროს ის იმდენ ადგილს დაიკავებს რამხელაც allocation unit size გექნება 512 ბაიტიდან დაწყებული და ზემოთ... თუმცა სხვა მომენტებიცაა ფლეშკაზე რა 400 ბაიტიან ფაილებს ჩაწერ? ეგეთი ფაილები შეიძლება შეიქმნას პროგრამის ინსტალაციისას ამიტომ ვინჩესტერზე თუ აყენებ პროგრამებს და ადგილის დაზოგვა თუ გინდა კლასტერის ზომა დიდი არ უნდა დააყენო თანაც მე ჩემ ვინტზე რომ შევცვალე კლასტერის ზომე მერე კომპრესაცია ვეღარ ჩავრთე ამიტომ დეფაულტზე დავტოვე Quote
the_chriko Posted October 26, 2012 Posted October 26, 2012 ფლეშზე როგორ ჩავწერო hirens boot CD რომ ჩამტვირთავი გახდეს ანუ bootable ან ლინკი მომეცთ ის პროგრამა რომ გადმოვწერო რომელიც ამას აკეთებს :):) Quote
Shopen Posted October 26, 2012 Posted October 26, 2012 ფლეშზე როგორ ჩავწერო hirens boot CD რომ ჩამტვირთავი გახდეს ანუ bootable ან ლინკი მომეცთ ის პროგრამა რომ გადმოვწერო რომელიც ამას აკეთებს :) Ultra ISO Quote
kukura Posted December 22, 2013 Posted December 22, 2013 ვიყიდე კინგსტონის 16გბ ფლეში აქვს ფატ32 ნტფს რო დადგეს არის შანსი თუ სხვა ვიყიდო როგორ ავარჩიო ან უესბ 3.0 როა რა სხვაობა? Quote
სოსო Posted December 22, 2013 Posted December 22, 2013 ვიყიდე კინგსტონის 16გბ ფლეში აქვს ფატ32 ნტფს რო დადგეს არის შანსი თუ სხვა ვიყიდო როგორ ავარჩიო ან უესბ 3.0 როა რა სხვაობა? ntfs-ში რომ დააფორმატო უბრალოდ ფორმატირებისას უნდა აირჩიო ntfs ფაილური სისტემა აი ასე http://www.ntfs.com/quest22.htm ntfs სისტემა ჯობია ფატ32-ზე 4გბ-ზე დიდ ფაილებს ვერ ჩაწერ usb 3.0 იმით ჯობია რომ 10-ჯერ უფრო მეტი გამტარობა აქვს და უფრო სწრაფად ჩაიწერს მაგრამ 3.0 ეფექტირ ომ გქონდეს კომპიუტერსაც უნდა ჰქონდეს 3.0 პორტი და იმაზე უნდა შეაერთო თუ კომპიუტერზე 2.0 უსბ პორტები გაქვს რომელი ფლეშკაც არ უნდა შეაერთო იმ სიჩქარით ამუშავებს როგორც 2.0 ნებისმიერ შემთხვავში Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.