Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთ კორეულმა კომპანია Zalman-მა მომხმარებლებს გააცნო ორი ახალი 'მაღალი ხარისხის' კეისები, ესენია Z11 და Z11 Plus ორივე კეისი არის Mid-Tower ფორმ-ფაქტორის და მათი ზომები შეადგენს 260 (W) x 498 (H) x 525 (D) მმ-ს, მასა კი 7.3 კგ-ს, ორივე კეისი შეღებილია შავ ფერში, გააჩნიათ ფოლადის სტრუქტურა და მხარს უჭერენ ATX და micro ATX ფორმ-ფაქტორის მქონე დედა დაფებს, ასევე კეისში შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ვიდეობარათი რომლის სიგრძეც შეადგენს 290 მმ-ს.

e8ff238b7e99.jpg

Zalman-ის კეისებს გააჩნია ოთხი დაუცველი 5.25-დუიმიანი დისკამძრავის განყოფილება, ერთი 2.5 და ხუთი 3.5-დუიმიანი განყოფილება tool-free სისტემით, აკრილის ფანჯარა, ანტი-ვიბრაციული რეზინის სტენდი კვების ბლოკისთვის, ორი წინასწარ გაბურღული ხვრელი წყლის გაგრილების მილებისათვის და ოთხი ფენი - ერთი 120 მმ-იანი სპინერი ლურჯი LED განათებით რომელიც განთავსებულია კეისის წინა მხარეს, კიდევ ერთი ფენი განთავსებულია ზედა მხარეს, დაბალი LED განათების მქონე 120 მმ-იანი ფენი განთავსებულია უკანა მხარეს და ორიც 80 მმ-იანი ფენი განთავსებულია კეისის გვერდითა მხარეზე.

2a9153349e31t.jpg ad26b6514ea1t.jpg ff6eb5cbdbeft.jpg

Zalman Z11-ის I/O პანელი მოიცავს ოთხ USB 2.0 პორტს და მისი რეკომენდირებული ფასია 69.90 ევრო, ხოლო Z11 Plus გთავაზობთ ორ USB 2.0 და ორ USB 3.0 პორტებს მისი ფასი კი 79.90 ევროა. ორივე კეისი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ორ კვირაში.

  • Upvote 2
Posted

მაგრებია :thumbsup:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.