მიშა Posted November 8, 2010 Posted November 8, 2010 მესამე სიახლე Canon-ს ეხება, ამიტომ ანუბისი გადამალეთ კომპანია Intel-ის ექვივალენტმა ციფრულ ფოტოსამყაროში, ანუ Canon-მა წარმოგვიდგინა ახალი კომპაქტური ფოტოკამერა G12. 400-გრამიანი კამერა "კომპაქტურად" არის მოხსენიებული იმიტომ, რომ დასაკეცი ობიექტივი აქვს. G12-ს აქვს ISO 80-3200 შუქმგრძნობელობის დიაპაზონის მქონე 1/1.7" ტიპის 10 მეგაპიქსელიანი CCD სენსორი, 2.8 დუიმიანი მოძრავ-მბრუნავ-გასკვანჩული LCD დისპლეი, 720p ვიდეოს, HDR ფოტოების და თვით RAW ფორმატში გადაღების საშუალებაც. ექსპონირება 15 წამიდან 1/4000 წამამდეა შესაძლებელი. ფოკუსირება 9 წერტილზე ხდება. რათქმაუნდა პასიურად. სხვათა შორის G12-ს ფოკუსის ხელით გასწორებაც ძალუძს (ასეთ რამეს სხვა კომპაქტურ კამერებზე იშვიათად შეხვდებით). Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.