Jump to content

Recommended Posts

Posted

თუა შესაძლებელი სერვერზე დაყენებული სისტემაზე რაიდის გაკეთება, მეორე ვონჩო მაქვს ზუსტად იგივე, ამიხსენით ჯიგრულათ

Posted

RAID სერვერისთვის შექმნეს ზუსტად

დაწერე დედაპლატის (ჩიპსეტის უფრო) მოდელი და კონკრეტული რჩევებს მაშIნ უფრო მოგცემთ

P.S: დედაპლატის მანუალში იქნება დეტალური აღწერა RAID-ის კონფიგურირების

მაგრამ მოგიწევს სერვერის თავიდან დაყენება... და ყველაფერი წაიშლება

Posted

asus p7p55 LX ეს მაზერია, აუფ სისტემის წაშლა კი არ მაწყობს, ერთი შანსია კიდევ მგონი ბექაფი რომ გავაკეთო და რომელი პროგით მითხარი ბარემ, შენახული მექნება ვინჩესტერზე და დაბრედვის შემთხვევაში რეზერვია უკვე თავის სიტემით ესეც კაი პონტია ხო მგონი ?

Posted

მანუალში 2.3.4 თავში (გვ. 2-10)არის აღწერილიო როგორ დააყენო BIOS-დან RAID

მხარდაჭერილია RAID 0, 1, 5, და 10

(აირჩევ იმის მიხედვით რამდენი ვინჩესტერი გაქვს და რა ტიპის RAID გინდა (დაწვრილებით RAID-ზე ნახე http://en.wikipedia.org/wiki/RAID)

მაგალითად, მოცულობის და წარმადობის გაზრდისთვის გამოიყენება RAID 0, მაგრამ ეს არ იძლევა დაზღვევას, ანუ ერთი ვინჩესტერის მწყობრიდან გამოსვლისას მთლიანი მონაცემები იკარგება

დარეზერვებას რაც შეეხება, სერვერს აქვს თავისი ბექაფის პროგრამა, ნახე ჩვენი ფორუმელის Giena-ს სტატია მაგაზე: http://www.docstoc.com/docs/document-preview.aspx?doc_id=30613796, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არა მგონია RAID-ზე აღადგინო ჩვეულებრივ ვინჩეტერზე დაყენებული სისტემა.. უბრალოდ ვერ დაინახავს RAID-ს

ყველაზე კარგი სარეზერვო პროგრამა ჩემი გამოცდილებით Acrnis True Image-ა, ნახავ მის ლინკს და ინსტრუქციას ინსტრუქციები*ტუტორიალების ქვეგანყოფილებაში, მააგრამ წინა შემთხვევის მსგავსად, მეეჭვება არდგეს RAID-ზე...

Posted

acronis- ი ბოთ რეჟიმში არ ეშვება სერვერისთვის ვითომ სხვა რამეა გამოსული, მარა ჩვეულებრივი კომპია ოჟონთ ნავაროჩენი და რამე მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს მგონი ხო ჩვეულებრივათ უნდა გაეშვას, ვფიქრობ აკრონისით გავაკეტებ ბექაფს ის ვინჩესტერი იქ იქნება ჩადგმული და სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში იმას მივაერთებ რეზერვს, კიდევ ერთი რაიდში როდესაც მუშაობენ ორი ვინჩესტერი ერთი მუშაა ხოლო მეორე უჩინარი რეზერვია რაც ამ პირველ ვინჩოზე ხდება სარკესავით ისიც ხედავს ყველაფერს და ეს მუშა ვინჩოზე რომ დაიკარგოს რამე ვინდოს ფაილი მეორეც ჩლუნგდება ?

აკრონისის მუშა ლინკი მომეცი მაშინ თორე მე რაც მაქვს გადმოწერილი არ ვაგა ე.ი.

Posted

აკრონისის ლინკი როგორც გითხარი ინსტრუქციები-ტუტორიალების ქვეგანყოფილებაშია, კერძოდ ამ თემაში:

Posted

ფლოპის გარეშე შესაძლებელია არის რაიდის გაკეტება ბიოსიდან ამ მაზერს არ ააქვს ფლოპის პადერჟკა რა უყო

Posted

ფლოპის გარეშე კეთდება რაიდი, რაიდი არის უბრალოდ ვინჩესტერის კონტროლერის რეჟიმი ეს შეიძლება იყოს SATA/IDE. და კონფიგურაია ხდება ამ კონტროლერის სპეციალური ბიოსიდან. შენ ალბათ დრაივერზე შეგეშალა ანუ ვინდოუსი ინსტალაციისას ვერ ხედავს და ფლოპით დრაივერებს ვერ აწოდებ. მაგ შემთხვევისთვის გამოიყენე პროგრამა Nlite, ამ პროგრამის საშუალებით შეგიძლია ვინდოუსის საინსტალაციო დისკში ჩააინტეგრირო შენი რაიდ კონტროლერისთვის საჭირო დრაივერი და შემდეგ უპრობლემოდ დაინახავს.

Posted

Server 2008 თუ აყენებ ან 2008R2-ს, ნებისმიერი გარე დამამახსოვრებელი მოწყობილობით შეგიძლია მიაწოდო RAID-ის დრაივერები ინსტალაციისას

P.S: თვითონ RAID-ს BIOS-დან გააკეთებ

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.