Andgula Posted January 19, 2012 Posted January 19, 2012 კომპანია SilverStone-მა წარმოადგინა Kublai სერიის ახალი კეისი, mid-tower ფორმ-ფაქტორის მქონე მოდელი სახელწოდებით KL04 რომელიც აღჭურვილია ფოლადის სხეულით და გააჩნია ოთხი 5.25-დუიმიანი განყოფილება, ასევე ცხრა 3.5 და ექვსი 2.5-დუიმიანი დისკამძრავების განყოფილება. SilverStone-ის ახალი კეისის ზომებია 214 (W) x 489 (H) x 499 (D) მმ ხოლო მისი მასა კი 8.2 კგ, კეისი დაფარულია შავი საღებავით როგორც შიგნიდან ასევე გარედან, მისი I/O პანელი განთავსებულია კეისის ზედა მხარეს და იგი აღჭურვილია ორი USB 3.0, MIC და Audio პორტებით, ასევე მას გააჩნია რვა გაფართოების სლოტი, tool-free სამონტაჟო სისტემა 5.25 განყოფილებისათვის, და სამი ჩაშენებული 120 მმ-იანი ფენები, ერთი რომელიც განთავსებულია მარჯვენა მხარეს, ერთიც ზედა მხარეს და ერთიც უკანა მხარეს, სამივე ფენი მუშაობს 1200 RPM სიჩქარით და გამოსცემენ 21 დეციბელ ხმაურის დონეს. Kublai KL04-ის გაყიდვები დაიწყება 24 იანვარს და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 82.90 ევროდ (დღგ-ს გარეშე), ფანჯრით აღჭურვილი KL04-იც მალე გამოჩნდება. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.