Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიდეო დაფების ცნობილი მწარმოებელი AMD/ATI-ის ბაზაზე,ჰონკონგური კომპანია Sapphire Technology აქტიურად აგრძელებს დედა დაფების წარმოებას.

წარმოდგენილი იქნა მაღალი დონის პროდუქტი Pure Black X79N,რომელიც Core i7-3960X EE, Core i7-3930K და Core i7-3820პროცესორებისთვის იქნება განუთვნილი LGA2011 სოკეტზე.

d5959753d31d.jpg

დაფის ზომებია 304 x 244მმ და მასზე შეიძლება მაქსიმუმ 32გბ, ddr3-1600+ ტიპის ოპერატიული მეხსიერების დაყენება.Sapphire Pure Black X79N-ს გააჩნია 6 ვიდეო დაფის მხარდაჭერა PCI Express x16 გაფართოებით,2 ზედა სლოტი ეკუთვნის მესამე თაობის PCI-E-ს,ხოლო დანარჩენი 2-ე თაობის.დედა დაფას ოფიციალური მხარდაჭერა აქვს მხოლოდ 2-Way და 3-Way CrossFire(X) ფორმულით 2x16 და 3x16.SLI გვერდის ავლით.

კვების სისტემა შექმნილია 7-არხის სქემით,ასევე დამატებითი კონექტორებით: ერთი-8 პინიანი EPS12V,ხოლო მეორე-6 პინიან PCI-E Power.(მდებარეობს პირველი PCI Express სლოტის მაღლა).მიკროსქემები Intel X79 და nForce 200 გრილდება ალუმინის რადიატორით და 50მმ დიამეტრის მქონე ვენტილატორით.

bdae2896cfdd.jpg

დედა დაფაზე ასევე განლაგებულია:კონტაქტები замера напряжений(როგორც მე გადავთარგმნე ძაბვის საზომი ალბათ),jumper-ები რომლებიც უზრუნველყოფს PCI-E კონექტორების რეგულირებას,შიდა USB 3.0 კონექტორი 2 პორტათ,ღილაკები:Power, Reset და Clear CMOS,2 გიგაბიტიანი ქსელური კონტროლერი Marvell 88E8057 და Realtek ALC892-ის 7,1 აუდიოკოდეკი.დაფის უკანა მხარეს აქვს 4 USB 3.0 და Atheros Bluetooth 2.1+EDR-ის მოდული.

ბაზარზე Sapphire Pure Black X79N ჯერ დაფიქსირებული არ არის,შესაბამისად ფასიც უცნობია.

წყარო:www.overclockers.ua

  • Upvote 6
Posted

მაგარია საფირონი :D

Posted

ვაა საფირი ნახეე :thumbsup:

Posted

მშვენიერი დედა დაფაა ,თუ ფასიც პატარა ექნება ეყოლება კლიენტი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.