Jump to content

Recommended Posts

Posted

იაპონურმა კომპანიამ Scythe-მა წარმოადგინა ადაპტირებული დაბალი პროფაილის მქონე გაგრილების სისტემა BIG Shuriken 2 რომელიც შეგიძლიათ დაამონტაჟოთ LGA2011 სოკეტზე. ახალი ვერსიის სახელწოდება არის Big Shuriken 2 Rev.B და წინამორბედისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით რომ LGA2011 სოკეტთან არის თავსებადი ხოლო მისი რეკომენდირებული ფასი კი არ შეცვლილა და ისევ 30 ევროს შეადგენს.

b240d2fa6c0b.jpg

Scythe-ს განახლებული ქულერის ზომებია 125 x 135 x 58 მმ და გააჩნია ნიკელის-მოოქროვილი სპილენძის ბაზა, ხუთი სპილენძის სითბური მილაკი (ოვალური სითბირი მილაკის სტრუქტურა), ალუმინის ფარფლები ორი სექცია და 120 მმ-იანი ფენი Slip Stream Slim 120 PWM რომელიც მუშაობს 500-დან 2.000 ბრ/წთ-მდე და მისი ხმაურის დონე შეადგენს 9.32 – 33.67 დეციბელს.

005307f35b8a.jpg

გარდა Sandy Bridge-E პროცესორების მხარდაჭერისა განახლებული ქულერის მიზანია ამოიღოს სითბო პროცესორის ზედაპირიდან და იგი თავსებადია შემდეგ სოკეტებთან Intel LGA 1155, LGA 1156, LGA 775, LGA 1366 და AMD Socket AM2, AM2+, AM3, AM3+ და FM1.

e4edc250828e.jpg

  • Upvote 5
Posted

:facepalm: მართლა დიდ შურიკენს (თუ რაც ქვია) გავს, მაგრამ ვეჭვობ რამე სერიოზული მოახდინოს <_<

Posted

:facepalm: მართლა დიდ შურიკენს (თუ რაც ქვია) გავს, მაგრამ ვეჭვობ რამე სერიოზული მოახდინოს <_<

ამ ქულერს არც აქვს პრეტენზია სერიოზულობაზე. HTPC კეისებისთვის არის შექმნილი

Posted

მე მომწონს,დიდ ადგილს არ იკავებს

Posted

ქვევიდან მაგარ ვიდძეა მარა ჩაყენბის დროს არ ჩანს და რა აზრი აქ :D მარა მაინც მომეწონა ;)

  • Upvote 1
Posted

ქვევიდან მაგარ ვიდძეა მარა ჩაყენბის დროს არ ჩანს და რა აზრი აქ :D მარა მაინც მომეწონა ;)

ამას ვიდეოს თუ მიამაგრებ თორე :D ცპუს არ გააგრილებს :D

  • 3 months later...
Posted

უსაზღვორ უზომოდ უგზოუკვლოდ მახინჯი ქულერია :D

ეს როგორ უნდა ჩააყენო სისტემაში ვაივაივაი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.