Jump to content

Recommended Posts

Posted

ოქტომბერში კომერსანტ.გე-ზე შემხვდა ინფორმაცია, რომ დეკემბერში თბილისში უნდა გახსნილიყო "ნიკონის ოფიციალური ცენტრი". აგერ წყარო http://commersant.ge/npopup.php?nid=4606

ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა? გაიხსნა უკვე? აპირებენ გახსნას საერთოდ? ვისაც რა ინფო გაქვთ, მოვუყაროთ თავი აქ

Posted

რა გითხრა ლევან აბა, ოფიციალურად რამდენადაც ვიცი ეგეთი რამ არ არსებობს ჩვენთან. ისე დილერს რაც შეეხება, თამარაშვილზე, პოპულის მახლობლად რომ "მობი XL"-ია, ის ითვლება ოფიციალურ ავტორიზებულ დილერად.

Posted

როგორც ჩანს არ გახსნილა. ვცადე სტატიაში ნახსენები "ჯეოტეკ დისტრიბუცია" მომეძებნა, მაგრამ ინტერნეტში მათზე ინფო არ არის.

Posted

https://www.facebook.com/NikonGeorgia?sk=wall&filter=2

აბა ესენი ვინ არიან?

ვაგზალზე აქვთ ოფისი

  • 2 weeks later...
Posted

https://www.facebook.com/NikonGeorgia?sk=wall&filter=2

აბა ესენი ვინ არიან?

ვაგზალზე აქვთ ოფისი

მე ვეჭვობ, ესენი უბრალოდ აფერისტები არიან. ისევე როგორც iPhone-ის მღაზიის ტიპები. იყენებენ ბრენდის სახელს არალეგალურად.

  • Upvote 3
Posted

მე ვეჭვობ, ესენი უბრალოდ აფერისტები არიან. ისევე როგორც iPhone-ის მღაზიის ტიპები. იყენებენ ბრენდის სახელს არალეგალურად.

უეჭველი აფერისტები არიან!

Posted

რათქმაუნდა ტყუილია, თუ სერიოზული ფირმა ხარ, ცალკე საიტსაც გააკეთებ, ფეისბუქის გვერდი რა არის? ოფიციალური, სერიოზული სახით არც არაფერი.

სხვათა შორის იყო დაახლოებით ორი წლის წინ ნიკონის ცენტრი თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, დასაწყისშივე სადღაც და გახსნიდან 2-3 თვეში დაიხურა.

დაიხურებოდა აბა რა, ოფიციალური დილერი როცა ხარ, ფასიც დანარჩენებზე მაღალი გაქვს (აიღეთ მაგალითად Nokia-ს, ან Sony-ს დილერები) და შესაბამისად პროდუქციაც ნაკლები გაგდის.

Posted

მთავარი მუღამი მანდ საგარანტიო მომსახურება უნდა ყოფილიყო. მარტო პროდუცქიის რეალიზაციით ვერ გაქაჩავდნენ ცხადია. მომსახურება უნდა გაეყიდათ, მე ამიტომ ველოდები ოფიციალურ ცენტრს

  • Upvote 1
Posted

მთავარი მუღამი მანდ საგარანტიო მომსახურება უნდა ყოფილიყო. მარტო პროდუცქიის რეალიზაციით ვერ გაქაჩავდნენ ცხადია. მომსახურება უნდა გაეყიდათ, მე ამიტომ ველოდები ოფიციალურ ცენტრს

სამწუხაროდ დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი.

  • 2 weeks later...
Posted

და როგორ მჭირდება ნიკონის ცენტრი :( ვიყიდე აპარატი და დასაყენებელი აქვს პარამეტრები, ვერ იღებს რაღაც კარგ სურათებს , სხვის გადაღებულს რომ ვათვალიერებ ძველი მოდელით გადაღებული უფრო უკეთესია ვიდრე "ნიკონ დ 3000"

:lollol: :lollol: :lollol:

გადაღება უნდა იცოდე გადაღება :lollol:

ცუდად არ მიიღო , უბრალოდ "პარამეტრების გასწორებით" ან ხელოსანთან მიტანით კარგ სურათებს ვერ გადაიღებ, თუ გადაღება არ იცი .

პ.ს მეც რო ვეღარ ვიღებ მაგიტომ მიდევს და ვამტვერებ D80-ს :D

Posted

აუ რა დამცინააა :( :( :facepalm:

აუ რა დამცინაა :( :( :facepalm:

სამწუხაროდ შენსავით პროფესიონალი არ ვარ, ჯერჯერობით

Posted

აუ რა დამცინააა :( :( :facepalm:

აუ რა დამცინაა :( :( :facepalm:

სამწუხაროდ შენსავით პროფესიონალი არ ვარ, ჯერჯერობით

ხო დაგიწერა არ გეწყინოსო, გაეცინა უბრალოდ, არ დაუცინია :P

დამწყებებს ყველას აქვთ ეგ პრობლემა...

იყიდიან კამერას და ჰგონიათ რომ ინტერნეტში როგორსაც უყურებენ ისეთებს და იმაზე უკეთესებს გადაიღებენ... მეც მასე დამემეართა სანამ რაღაც-რაღაცები არ წავიკითხე :D

მერე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნაწილობრივ ნაგავი ლინზა მოყვა ჩემს Canon-ს :D ნუ ერთი სიტყვით არც ახლა ვსხლავ, მაგრამ ის მდგომარეობა რაც შენ გაქვს გადავლახე და შემიძლია რჩევა მოგცე :)

საჭიროა ლიტერატურის წაკითხვა, თეორიული განათლებაა საჭირო :)

მაგალითად David Busch's Nikon D3000 Guide to Digital SLR Photography

გადმოწერე, მშვენიერი წიგნია, ბევრ რამეს ისწავლი :)

  • Upvote 1
Posted

სანამ ზიმბამბეში ნაყიდ ნიკონის საგარანტიო არ იმოქმედებს საქართველოში მანამდე არ მჯერა მე მაგათი ოფიციალური და ექსკლუზიური დილერების :babu:

აიფონის არ იყოს, 10-ზე მეტი "ოფიციალური" დილერია და ნახევარზე მეტი დაბლოკილია.

Posted

მადლობა :thumbsup:

გული გამისკდა :lollol: რომ დავინახე :)

Posted

და როგორ მჭირდება ნიკონის ცენტრი :( ვიყიდე აპარატი და დასაყენებელი აქვს პარამეტრები, ვერ იღებს რაღაც კარგ სურათებს , სხვის გადაღებულს რომ ვათვალიერებ ძველი მოდელით გადაღებული უფრო უკეთესია ვიდრე "ნიკონ დ 3000"

არ დაგჭირდება ნიკონის ცენტრი დამიჯერე :) აქ ვართ და ყველა დაგეხმარებით, შენ მთავარია არ მოგერიდოს.

აქ გდახედე თემებს, თუ რამე დაგაინტერესებს ფოტოფლეიმში დასვი კითხვა და დაგეხმარებით :)

http://www.overclockers.ge/index.php?/forum/56-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90-3d-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/

  • Upvote 1
Posted

walkman ძალიან დიდი მადლობა

გაიხარეთ

Posted

აუ რა დამცინააა :( :( :facepalm:

აუ რა დამცინაა :( :( :facepalm:

სამწუხაროდ შენსავით პროფესიონალი არ ვარ, ჯერჯერობით

არ დამიცინია , ხო გითხარი ცუდად არ მიიღოთქო. მეც შენს პონტში ვარ , პროფესიონალი არა კვატი :D

Posted

არ დაგჭირდება ნიკონის ცენტრი დამიჯერე :) აქ ვართ და ყველა დაგეხმარებით, შენ მთავარია არ მოგერიდოს.

აქ გდახედე თემებს, თუ რამე დაგაინტერესებს ფოტოფლეიმში დასვი კითხვა და დაგეხმარებით :)

http://www.overclockers.ge/index.php?/forum/56-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90-3d-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/

:yes:

რა ხდება ამ "დრუჟნი" ფორუმზე? ისედაც ჩაძირულია ჩემი განყოფილება და ნუ გამიქციეთ წევრები

Posted

ყველას დიდიი მადლობა, გაიხარეთ :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup: :thumbsup:

  • Upvote 1
  • 1 month later...
Posted

ეს აღმოვაჩინე ახლახანს, შეიძლება საინტერესო იყოს:

http://www.nikon-asia.com/en_Asia/distributors1.page?DCRPath=templatedata/en_Asia/dealer/data/GE/distributor/GE_dealer65.xml

ვებ-გვერდიც არის მითითებული. "ჯეოტექ"...

Posted

წერეთლის 1-ში პანდა ან რამე მსგავსი იქნება, რაღაც პატარა მაღაზიაა ალბათ.

Posted

ეს აღმოვაჩინე ახლახანს, შეიძლება საინტერესო იყოს:

http://www.nikon-asia.com/en_Asia/distributors1.page?DCRPath=templatedata/en_Asia/dealer/data/GE/distributor/GE_dealer65.xml

ვებ-გვერდიც არის მითითებული. "ჯეოტექ"...

ვაა საღოლ! ყოველთვის საინტერესო ინფოს პოულობ! ისე მემგონი არ აქვთ ბევრი პორდუქტი...

Posted

საიტი კარგი აქვთ. www.geoteckltd.com

ახლა ვრეკავდი მითითებულ ნომერზე. არავინ პასუხობს.

შეიძლება "ოპტავიკები"ს რომელიმე საწყობია.

საცალო ვაჭრობა თუ აქვთ ნეტაი, ეს მაინტერესებს პრინციპში, მეტი არაფერი. გოუ ელექტრონიქსი ხომ არ არის საერთოდ (ანუ მაგათი საწყობი), იმას ვფიქრობ. იმიტომ რომ ეგენი ოფიციალური დილერები არიან როგორც მახსოვს

ვაა საღოლ! ყოველთვის საინტერესო ინფოს პოულობ! ისე მემგონი არ აქვთ ბევრი პორდუქტი...

ვაფრინე უსტარი. ვნახოთ, თუ მიპასუხებენ, აქ დავპოსტავ

გასაოცარი ოპერატიულობა :thumbsup:

Kahaber Kobaivanov - Geoteck Distribution Ltd. [email protected]

11:22 AM (1 minute ago)

to me

დიახ,

მიბრძანდით თამარაშვილის 17-ში, თბილისი.

კახა

  • 2 months later...
Posted

კაი 2 თვე მოვანდომე თამარაშვილის 17მდე მისვლას და იქ დამხვდა მობი-ს მაღაზია, ერთ კედელზე ნიკონის სტენდით.

სიხარული 0 - 100 იმედგაცრუება

რაღაც სამოთხეს ველოდი

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.