Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის გუშინდელი ანონსი ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ სერიული მოდელებიც გაყიდვაში დაუყოვნებლივ გამოჩნდებიან. AMD-ს პარტნიორებისთვის, 9 იანვრამდე მოქმედებს შეთანხმება ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ (NDA), რომლის მიხედვითაც, მათ საიდუმლოდ უნდა შეინახონ Tahiti XT-ს საფირმო ვერსიის დიზაინი. თუმცა, DonanimHaber-ზე გუშინ გამოქვეყნდა ამ პროდუქტის ფოტოსურათი, Club 3D-ს შესრულებით.

d322644d903e2a39fd502d5d0fad7f78.jpg

ეს რეფერენსული მოდელი შესრულებულია წითელი ფერის ბეჭდურ დაფაზე. გაგრილების სისტემა სტანდარტული, ორსლოტიანი ტურბინული ტიპისაა და გარემოცულია პრიალა, პლასტიკური საფარველით. უკანა პანელზე განლაგებულია DVI, HDMI და წყვილი Mini DisplayPort გასასვლელები. ყუთზე დატანებულ ინფორმაციის მიხედვით, მას გააჩნია PCI Express 3.0 x16 ინტერფეისის მხარდაჭერა, აღჭურვილია 3072 მბ GDDR5 მეხსიერებით და თან ერთვის თამაშ DiRT 3-ის კუპონი. ღირებულება სავარაუდოდ 570$ იქნება.

  • Upvote 4
Posted

ღირებულება სავარაუდოდ 570$ იქნება

ფასია ძალიან სერიოზული

Posted

ფასი კი მაგრამ პერფომანსიც კარგია

მე ვიგულისხმე რომ ძალიან კარგია ჩუვაკ :D

კი, წარმადობა აქვს ისეთი რომ მე მაგალითად არ მოველოდები ასეთს, აშკარად შეეფერება ახალი თაობას წარმომადგენელს

Posted

მეთქი ბევრიაო :D

ისე რა უაზრობაა ეს სტადარტული ვერიების გამოშვება ამ ფირმებისგან ,ყველა რომ ერთი დ აიმავე ვიდეო ბარათს უსვებს სხვადასხვა ლოგოთი ,კარგი იქნებოდა ცალკე ერთი 2 კომპანია იყოს მხოლოდ რომლებიც ასეთ მოდელებს გამპუშვებდნენ და არა ათი :xelitavi:

საინეტრესოა ამ ვიდეო ბარათის არასტანდარტული მოდელი როგორი იქნება 2 ქულერით ? (თუ გამოვა ) :spiteful:

Posted

რათქმაუნდა გამოვა

MSI-ის Lighting მაგალითად :wub:

Posted

მაგარი ფასი აქვს, საღოლ ატის, ამგრამ AMD-ს ურჩევნია პროცესორებს მიაშველოს ხელი.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.