Jump to content

Recommended Posts

Posted

მონობლოკურ კომპიუტერ ASUS ET2700-ის დებიუტი მარტში ჩატარებულ CeBIT-ის გამოფენაზე შედგა. სამი თვის შემდეგ, ის გამოჩნდა Computex-ზეც, თუმცა მისი ღირებულება და დეტალური სპეციფიკაციები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, როდესაც მის გამოჩენამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა. უნდა შეგახსენოთ, რომ ეს გახლავთ მთელი სერიის დასახელება, რომელიც მოიცავს სამ მოდელს: ET2700INKS, ET2700INTS და ET2700IUTS-ს. ყველა მათგანი შესაძლებელია დაკომპლექტებული იყოს Intel Core i7-2600S (2,8 გჰზ), Core i5-2400S (2,5 გჰზ) და Core i3-2120 (3,3 გჰზ) პროცესორებით, ხოლო მესამე ვერსიისთვის ხელმისაწვდომია Core i5-2405S (2,5 გჰზ)-იც.

70da7ebc7ca645fbfd4acdfbb731be76.jpg

343528083789c64065eaf02d8d74fa5d.jpg

ET2700INTS და ET2700IUTS-ის ეკრანები სენსორულია და გააჩნიათ ტექნოლოგია 'მულტითაჩის' მხარდაჭერა, ხოლო ET2700INKS-ისა კი უბრალოა და შეხებისადმი უგრძნობი. ამავდროულად, სამივე ნაწარმში გამოყენებულია MVA ტიპის, 1920 х 1080 პიქსელ გაფართოების მქონე, თხევადკრისტალური პანელი და შუქდიოდური განათება. გარდა ამისა, თითოეული მათგანის არსენალში აგრეთვე მოიძებნება 2 მპ-იანი ვებ-კამერა და მიკროფონი, Ethernet და Wi-Fi 802.11b/g/n ადაპტერი, ოპტიკური წამყვანი სლოტური ჩატვირთვით, ორი USB 3.0, ერთი HDMI და პორტი SD ფორმატის ბარათებისთვის. ოპერატიული მეხსიერების სტანდარტული მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს, მაქსიმალური - 8 გბ-ს. ხოლო მყარი დისკისა - 2 ტბ-ს (საუკეთესო შემთხვევაში). ASUS ET2700INKS და ET2700INTS აღჭურვილნი არიან NVIDIA GT 540M დისკრეტული ვიდეობარათებით, ხოლო ET2700IUTS - CPU-ში ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით.

პროდუქტების ზომები გახლავთ 660 x 508 x 233 მმ, მასა კი - 13,4 კგ. ფასები აშშ-ში 1500$-ის ნიშნულიდან იწყება.

  • Upvote 4

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.