X-treme user Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 კომპანია MSI-მ ოფიციალურად წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი GT780DX. მის კომპლექტაციაში შესულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i7 და 3 გბ GDDR5 მეხსიერების მქონე, ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 570M. დაინტერესებას აგრეთვე იწვევს განათების ხუთ რეჟიმიანი კლავიატურა SteelSeries და ხმის ქვესისტემა Dynaudio - ტექნოლოგია THX TruStudio Pro-ს მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს წყვილ დინამიკსა და საბვუფერს. გარდა ამისა, მოდელი ითვალისწინებს 32 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერებას, ორ-ორ 500 ან 750 გბ მოცულობის მყარ დისკს (ოპციონალურად შესაძლებელია ერთ-ერთი მათგანის შეცვლა Intel-ის 120 გბ-იან SSD-თი), Blu-ray/DVD Super Multi ოპტიკურ წამყვანს. ის არ არის აღჭურვილი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერებით. 17,3 დუიმიან დისპლეი გაფართოება შეადგენს 1920 х 1080 პიქსელს. ადგილზეა D-Sub და HDMI, ორი USB 3.0, სამი USB 2.0, ერთი eSATA გასასვლელი, ბარათების წამკითხველი და ვებ-კამერა - მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებელობით 720p/30 ფორმატში. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 9-სექციანი ელემენტი 7800 mAh ტევადობით. მწარმოებელი აღნიშნავს ტექნოლოგია TDE (Turbo Drive Engine)-სა და Cooler Boost-საც, რომელთა საშუალებითაც უმჯობესდება ნოუთბუქის წარმადობის დონე დაძაბულ სათამაშო სიტუაციებში - ღილაკზე ერთი დაჭერით. Ctrl და Alt-ის ზომა გაზრდილია, რომ ზუსტად მოხდეს მათი პოვნა საპასუხისმგებლო მომენტში, ხოლო კლავიში Win გადატანილ იქნა მარჯვნივ. პროდუქტის ზომები გახლავთ 428 x 288 x 55 მმ, მასა კი - 3,9 კგ. ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. IXBT 6 Quote
Barca Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 ეს ძალიან მაგარი გეიმერული სერიაა ნოუთბუქების , კარგი იქნებოდა ცოტა მსუბუქი ყოფილიყო თუმცა 17 იანი მონიტორი აქვს და წონაც სტადარტია პრინციპში ისე ჰარდითაც და ვიზუალურადაც ნამდვილად სკამაოდ კარგი რამეა :thumbsup: Quote
My..ABASHA Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 GTX 570 აუ რას უზამს ეს მონსტრი თამაშებს :ugly004: Quote
Barca Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 არა ამის GTX 570M არაა ისეთივე ძლიერი როგორც დესკტოპ სეგმენტის 570 ,ნოუთბუქების GTX 570M დაახლოებით დესკტოპ კომპების GTX 550 Ti მდე თუ მივა ,დაჟე უფრო დაბალი დონისაა Quote
George Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 ზუსტათ ჩემი კარტის სიძლიერისაა მგონი პროცესორს უფრო ბევრი შეუძლია ჩემ ეხლანდელზე, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც მოშნათ ჩამოუარდება დეკსტოპ ანალოგებს Quote
IkaMac Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 ის არ არის აღჭურვილი Gigabit Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერებით. ეს ხო არ შეგეშალა? :D Quote
Barca Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 აი GTX 570M ის რევიუ > http://www.notebookcheck.net/NVIDIA-GeForce-GTX-570M.56635.0.html High ზე ყველაგფერს გაუშვებს მაგრამ Ultra ზე გაუჭირდება ზოგი თამაში Quote
George Posted December 22, 2011 Posted December 22, 2011 FULL-HD-ზე ხაი ტესელაციაზე DX11-ზე თითქმის ყველა თამაშის გაშვება გაუჭირდება დაჟე DIRT3-ზე ასე 20-25ფპს-ი თუ ენქება მასქსიმუმ თუ სტოკ სიხშირეებზე გაუშვებ კარტას და პროცესორს Quote
X-treme user Posted December 23, 2011 Author Posted December 23, 2011 დესქტოპ-სისტემების პერფორმანსი ნამდვილად ვერ ექნება. მეტისმეტსაც ნუ მოვთხოვთ Quote
Harmony Lines Posted December 26, 2011 Posted December 26, 2011 ნოუთბუქის კვალობაზე მაგარი ჰარდი აქ რას ერჩი, მაგრამ ამას დარწმუნებული ვარ რაღაც ძალიან დიდ ფასს დაადებენ. Quote
f-22raptor Posted January 2, 2012 Posted January 2, 2012 ნამდვილად მაგარი ლეპტოპია !... და ბევრად ჯობია ბევრ ტრაბახა ბრენდის ანალოგებს ! და არც ისე კატასტროფული ფასი ადევს ! MSI G Series GT780DX 1549 $ მგონი არ არის კატასტროფული ფასი ... Quote
მიშა Posted January 2, 2012 Posted January 2, 2012 რავიცი, რავიცი... გეიმინგ-ლეპტოპების დიდად არ მწამს, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მაინც. Quote
Barca Posted January 2, 2012 Posted January 2, 2012 კი კარგი ფასი აქვს ,მაგ მონაცემების ლეპები გეიმერული ფორმებისგან ბევრად ძვირი ღირს Quote
George Posted January 11, 2012 Posted January 11, 2012 2011 წლის ნოუტბუკების იტოგები და რა გველის მომავალში http://www.3dnews.ru/editorial/622080/ საინტერესო სტატიაა ვისაც ნოუტბუკები ევასება Quote
George Posted March 3, 2012 Posted March 3, 2012 MSI GT780DX gaming laptop at 4.16GHz http://guru3d.com/news/msi-gt780dx-gaming-laptop-at-416ghz/ Quote
George Posted April 7, 2012 Posted April 7, 2012 MSI notebook with Super RAID achieves 900MB/s http://guru3d.com/news/msi-notebook-with-super-raid-achieves-900mbs/ Quote
Shopen Posted April 11, 2012 Posted April 11, 2012 ვიზუალი ძალიან კარგი აქვს ბევრ ცნობილი ფირმის ნოუთს გადაჯოკრავს. Quote
f-22raptor Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 ვიზუალი ძალიან კარგი აქვს ბევრ ცნობილი ფირმის ნოუთს გადაჯოკრავს. არა ჰარდიც მშვენიერი აქვს... მაგრად მომწონს ეგ ლეპტოპი ! Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.