X-treme user Posted December 21, 2011 Posted December 21, 2011 კომპიუტერული კეისების ტაივანურ მწარმოებელ Aerocool-მა დაანონსა Vs-3 და Vs-3 Advance-ის გამოსვლის შესახებ. ისინი დამზადებულნი არიან 0,5 მმ სისქის ფოლადის ფირფიტებ SPCC-ებისგან და Mid-Tower ფორმ-ფაქტორის მიხედვით. ხასიათდებიან საკმაოდ მოკრძალებული გაბარიტებით (440x187x475), ხოლო განსხვავება მათ შორის მხოლოდ იმაშია, რომ მეორე დაკომპლექტებულია 120 მმ-იან, ასევე ლურჯი ფერის განათების მქონე, ფრონტალური ფენით, ხოლო პირველი, აღჭურვილია ჩვეულებრივი, ამავე ზომის მოდელით, რომელიც დამაგრებულია უკანა პანელზე. საერთო ჯამში კი, თითოეულ მათგანში შესაძლებელია 10-მდე 'პროპელერის' დაყენება. Aerocool Vs-3 ითვალისწინებს ATX-თავსებად სისტემური დაფების, კვების ბლოკების, მაქსიმუმ შვიდ, 40 სმ-მდე სიგრძის, PCI Express გაფართოების ბარათის, ექვს 2,5/3,5 ტიპის მყარი დისკებისა და სამ ოპტიკური წამყვანის ჩადგმას. დისკური მოწყობილობები ფიქსირდება უხრახნო მეთოდით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ორი ხვრელი პროდუქტების უკანა მხარეს - თხევადი გაგრილების სისტემის მილებისთვის. წინა პანელზე კი, განთავსებულია ოთხი გასასვლელი - წყვილი USB 2.0, თითო-თითო ანალოგური 'მინი-ჯეკი' - ყურსასმენებისა და მიკროფონისათვის. Overclockers.ua 4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.