Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ ოფიციალურად დააანონსა ვიდეობარათი Radeon HD 6930, რომელმაც მათი თვალსაზრისით, კონკურენცია უნდა გაუწიოს NVIDIA GeForce GTX 560 Ti 448 Cores-ს. ეს მოხდა ზედმეტი გახმაურების გარეშე, რადგანაც ის ხელმისაწვდომი, როგორც ჩანს, მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში იქნება. პროდუქტი წარმოადგენს Radeon HD 6950-ის შეკვეცილ ვერსიას - ნაკადური პროცესორებისა და ტექსტურული მოდელების (TMU) რაოდენობა, 1408-ისა და 88-ის ნაცვლად, შეადგენს 1280-ს და 80-ს შესაბამისად, ხოლო რასტერული ბლოკები, კვლავინდებურად 32 ცალია.

82cfe575535976fada8fab245ab678f9.jpg

ნაწარმი დამზადებულია 40 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით და საფუძვლად უდევს ჩიპი Cayman CE და VLIW4 არქიტექტურა - Radeon HD 6900 სერიის მსგავსად. გარდა ამისა, ის აღჭურვილია 1024 ან 2048 მბ GDDR5 მეხსიერებით და 256-ბიტიანი ინტერფეისით, ხოლო სიხშირეები კი ამგვარია: 750/4800 მჰზ. დამატებითი კვებისთვის, გათვალისწინებულია სპეციალური 6-პინიანი პორტების დუეტი.

94c0c48afb090510ca3ba4f23a1d3800.jpg

უკანა პანელზე გამოტანილია ორ-ორი DVI და Mini DisplayPort, ერთი HDMI. მაქსიმალური გამოყენებადი სიმძლავრე დატვირთვისას, არ აჭარბებს 225 ვ-ს. ზედმეტი სითბოს მოცილებას უზრუნველყოფს აქტიური ჰაერის გაგრილების ორსლოტიანი სისტემა, რომელიც კონსტრუქციის მხრივ, Radeon HD 6950-ის იდენტურია.

af3cb147714b2bdbcba39d22707ea96f.jpg

ჩინურ რესურს Expreview-მა უკვე მოასწრო Radeon HD 6930 და Radeon HD 6950-ის შედარება ტესტებში (ორივე 2048 მბ მეხსიერებით), სადაც გაირკვა, რომ სისწრაფის თვალსაზრისით, პირველი მეორეს 7,8%-ით ჩამორჩება.

  • Upvote 2
Posted

მე პირადად არ მიმაჩნია რომ ეს ვიდეო ბარათი გაუწევს რაიმე წინააღდეგობას 448 Core იან 560 ს თუ ფასში არ იქნება დიდი სხვაობა

  • 2 months later...
Posted

ამი უპირატესობა რა იქნება?სიიაფე და ენერგო მოხმარების ეკონომიურობა?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.