X-treme user Posted December 20, 2011 Posted December 20, 2011 კომპანია AMD-მ ოფიციალურად დააანონსა ვიდეობარათი Radeon HD 6930, რომელმაც მათი თვალსაზრისით, კონკურენცია უნდა გაუწიოს NVIDIA GeForce GTX 560 Ti 448 Cores-ს. ეს მოხდა ზედმეტი გახმაურების გარეშე, რადგანაც ის ხელმისაწვდომი, როგორც ჩანს, მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში იქნება. პროდუქტი წარმოადგენს Radeon HD 6950-ის შეკვეცილ ვერსიას - ნაკადური პროცესორებისა და ტექსტურული მოდელების (TMU) რაოდენობა, 1408-ისა და 88-ის ნაცვლად, შეადგენს 1280-ს და 80-ს შესაბამისად, ხოლო რასტერული ბლოკები, კვლავინდებურად 32 ცალია. ნაწარმი დამზადებულია 40 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით და საფუძვლად უდევს ჩიპი Cayman CE და VLIW4 არქიტექტურა - Radeon HD 6900 სერიის მსგავსად. გარდა ამისა, ის აღჭურვილია 1024 ან 2048 მბ GDDR5 მეხსიერებით და 256-ბიტიანი ინტერფეისით, ხოლო სიხშირეები კი ამგვარია: 750/4800 მჰზ. დამატებითი კვებისთვის, გათვალისწინებულია სპეციალური 6-პინიანი პორტების დუეტი. უკანა პანელზე გამოტანილია ორ-ორი DVI და Mini DisplayPort, ერთი HDMI. მაქსიმალური გამოყენებადი სიმძლავრე დატვირთვისას, არ აჭარბებს 225 ვ-ს. ზედმეტი სითბოს მოცილებას უზრუნველყოფს აქტიური ჰაერის გაგრილების ორსლოტიანი სისტემა, რომელიც კონსტრუქციის მხრივ, Radeon HD 6950-ის იდენტურია. ჩინურ რესურს Expreview-მა უკვე მოასწრო Radeon HD 6930 და Radeon HD 6950-ის შედარება ტესტებში (ორივე 2048 მბ მეხსიერებით), სადაც გაირკვა, რომ სისწრაფის თვალსაზრისით, პირველი მეორეს 7,8%-ით ჩამორჩება. 3DNews 2 Quote
Barca Posted December 20, 2011 Posted December 20, 2011 მე პირადად არ მიმაჩნია რომ ეს ვიდეო ბარათი გაუწევს რაიმე წინააღდეგობას 448 Core იან 560 ს თუ ფასში არ იქნება დიდი სხვაობა Quote
Rama Posted February 27, 2012 Posted February 27, 2012 ამი უპირატესობა რა იქნება?სიიაფე და ენერგო მოხმარების ეკონომიურობა? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.