Jump to content

Recommended Posts

Posted

უახლეს მომავალში, Zalman აპირებს საკუთარი წარმოების ვიდეობარათების გამოშვების საკითხის მოწესრიგებას. მის პირველ სერიულ პროდუქტების გამოჩენამდე, ცნობილი გახდა, რომ ის გეგმავდა HIS-თან თანამშრომლობას - სადებიუტო გადაწყვეტილებების მომზადებაში. თუმცა, მისი ნაწარმების უბრალო კოპირების ნაცვლად, მას შეუძლია სულ მცირე დროში გადავიდეს თავის VGA-ქულერებით აღჭურვილ, დისკრეტული გრაფიკის წარმოებაზე. ამას ადასტურებს სანიმუშო მოდელების ფოტოსურათები, რომელთა ჩვენებასაც ის აპირებს იანვრის CES 2012 გამოფენაზე.

453f12becfa95ffee72f1d5b7e4674f7.jpg

მარცხნივ თქვენ ხედავთ Radeon HD 6770-ს, მარჯვნივ კი - GeForce GTX 560 (Ti?)-ს, რომელსაც მთლიანად ფარავს 4-5 სითბური მილაკისა და ორი ~100 მმ-იანი ფენის მქონე, უსახელო გაგრილების სისტემა. ამავდროულად ირკვევა, რომ ის გეგმავს Nvidia GeForce ბარათების გამოშვებასაც.

ქვემოთ მოყვანილია იმ სრული პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა დემონსტრაციასაც კომპანია მოახდენს ზემოაღნიშნულ გამოფენაზე:



  • ქულერები - CNPS20LQ (СВО), CNPS8900 Extreme/Quiet, CNPS10X Optima, CNPS11X Performa;
  • გამაგრილებელი სადგამები ნოუთბუქებისთვის - NC3500 Plus, NC11;
  • ვიდეობარათები - Radeon HD 6870/6850/6770, GeForce GTX 560 Ti/560/550 Ti - Zalman-ის ქულერით;
  • კორპუსები - Z11 Series и GX2000;
  • SSD-დისკები - SATA II P Series 2,5" და SATA III F1 Series 2,5";
  • კვების ბლოკები - GS Series 450W/550W, GT Series 500W/600W/700W, ZM750-HP Plus;
  • გარე ჯიბე 2,5-იან მყარი დისკისთვის - ZM-VE300 - USB 3.0-ით;
  • სათამაშო მაუსები - ZM-GM1, ZM-M100, ZM-M200 და ZM-M300;
  • ალუმინის სადგამი DS1000 მონიტორისთვის.

Posted

ისე ზალმანს საკმაოთ ნორმალური დონის კულერები აქვს ვიდეოკარტებისთვის და თვითონაც რომ გამოუშვას არარეფერენს მოდელები თავისივე კულერებით ცუდი ნამდვილათ არ იქნება

Posted

უკვე დალავებულია ეგ ბაზარიც

მწვანე კარტების ბაზარიც

პასიურების ბაზარიც

ოვერქლოქ ვერსიებისაც

ექსტრიმ ვერსიებისაც

ვიდეო ბაზარზე ადგილი არ დარჩა რეალურად

Posted

რატომ არ დარჩა თუკი მომხმარებელს უკეთეს პროდუქციას შესთავაზებს მისაღებ ფასებში შეძლებს ადგილის დაკავებას ბაზარზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.