Jump to content

Recommended Posts

Posted

Radeon HD 6930, რომელიც ჯერჯერობით არ გამოჩენილა AMD-ს საიტზე, შენიშნულ იქნა ვიდეობარათებში მის პარტნიორ, HIS Digital-ისაზე. მისი სახელწოდება გახლავთ HIS 6930 IceQ X 1GB GDDR5 PCI-E 2xDVI/HDMI/2xMini DP და როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მასში გამოყენებულია ორსლოტიანი საფირმო გაგრილების სისტემა IceQ X. ის კი, თავის მხრივ, მოიცავს 92 მმ ზომის ფენსა და ოთხ სითბურ მილაკს.

56494899e2a1aacbd3302a9cec2e3195.jpg

5d049356d6c21959b8f8e74dd9b7edb1.jpg

ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია GPU, რომელიც მოიცავს 750 მჰზ სიხშირეზე მომუშავე, 1280 ნაკადურ პროცესორს. ის 256-ბიტიანი ინტერფეისით უკავშირდება 4800 მჰზ-იან, 1 გბ GDDR5 მეხსიერებას. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია CrossFireX და Eyefinity ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ადგილზეა ორ-ორი DVI და mDP, ასევე ერთი HDMI გასასვლელიც.

კომპლექტს თან ერთვის თამაშ DiRT 3-ის კუპონიც. მწარმოებელი არ ასახელებს ღირებულებას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის არ გადააჭარბებს 200$-ს. უცნობია გაყიდვების დაწყების თარიღიც.

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.