Jump to content

Recommended Posts

Posted

მაშინ, როდესაც ზოგიერთი მწარმოებელი ემზადება მომავალ წელს ულტრაბუქების გაიაფებისთვის, დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, სხვები უკვე გვთავაზობენ ახალ მოდელებს მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასებად. Toshiba Portégé Z835 წარმოადგენს შედარებით მძლავრ Z830-ის რამდენადმე გამარტივებულ ვერსიას და კომპანიის საიტზე ის ხელმისაწვდომია 850$-ად. თუმცა, ყველაზე დაბალი ნიშნული მაინც Best Buy-ის ონლაინ-კატალოგშია (700$) - შობამდე მიღების გარანტიით. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ამ პროდუქტის შეძენა მხოლოდ აღნიშნულ ქსელში იყო შესაძლებელი.

fdc9727dc9e562ea5a0ab7c7d9369e38.jpg

ახალი პროდუქტი აღჭურვილია 1,4 გჰზ სიხშირის მქონე, ორბირთვიან Intel Core i3-2367M-ით, Turbo Boost-ის მხარდაჭერის გარეშე და 4 გბ RAM-ით (6 გბ-მდე გაზრდის შესაძლებლობით), ხოლო შედარებით ძვირადღირებულ, მეორე მოდელის კომპლექტაციაში შედის 1,7/1,8 გჰზ-იანი Core i5-2557M ან i7-2677M (Turbo რეჟიმში - 1 გჰზ-მდე) და 2 გბ მეხსიერება (მინიმალური შემადგენლობით). ამართლებს თუ არა 'თხელ და მსუბუქ' კატეგორიის, საიმიჯო მოწყობილობის გაზრდილი წარმადობა - მომატებულ ფასს (Portégé Z830 ხელმისაწვდომია 1100$-ად), მომხმარებლის გადასაწყვეტია.

088dd89f714607f65ea81adabfaeb97e.jpg

მოდელების დანარჩენი სპეციფიკაციები იდენტურია: 13,3-დუიმიანი ეკრანი 1366 х 768 პიქსელ გაფართოებით, 128 გბ-იანი SSD, Gigabit Ethernet და Wi-Fi 802.11b/g/n ადაპტერები. მეხსიერების ბარათების წამკითხველი მოწყობილობა, HDMI და D-Sub პორტები, ერთი USB 3.0 და ორი USB 2.0. ოპერაციული სისტემა - Windows 7 Home Premium (64-bit).

  • Upvote 2
Posted

როგორც ყოველთვის Toshiba ს გაბერილი ფასები აქვს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.