X-treme user Posted December 15, 2011 Posted December 15, 2011 კომპანია Hitachi-მ დააანონსა კორპორატიულ ბაზრისთვის განკუთვნილი, სწრაფი მყარი დისკების Ultrastar C10K900-ების შესახებ. წარმადობის შთამბეჭდავი დონე მიღწეულ იქნება შპინდელის სისწრაფის 10000 ბრ/წთ-მდე გაზრდით და ზომების 2,5 დუიმამდე შემცირების მეშვეობით, WD VelociRaptor-ის მსგავსად. სერიას გახსნიან 300, 450, 600 და 900 გბ-იანი მოდელები, რომელთა დებიუტიც მომდევნო წლის პირველ კვარტლის განმავლობაში შედგება. ახალი პროდუქტები იყენებენ SAS 6 გბიტ/წმ ინტერფეისს, 64 მბ ბუფერულ მეხსიერებას. გამოირჩევიან ძებნის ზემცირე დრო (როგორც HDD-ები) - 3,8 მ/წმ-ით, საშუალო ლატენტურობით 3,0 მ/წმ-ით და შედარებით მოკრძალებულ ენერგომოხმარების დონე - 5,8 და 3,0 ვ-ით - სრული დატვირთვისა და თავისუფალ რეჟიმის პირობებში შესაბამისად. ხაზის ზოგიერთ წარმომადგენელს აგრეთვე ექნება მონაცემთა ავტომატური დაშიფვრის მხარდაჭერაც. Hitachi-ის მარკეტოლოგების მოსაზრებით, მათი ახალი მყარი დისკების უპირატესობის დონე - უახლოეს კონკურენტთან შედარებით, შეადგენს 18%-მდე - თანმიმდევრობით კითხვა/ჩაწერის და 17%-მდე - შემთხვევით ინფორმაციის ბლოკებთან მუშაობის დროს. TechPowerUP! 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.