Jump to content

Recommended Posts

Posted

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ Intel Sandy Bridge-E-ის პირველ ორ მოდელს, ექვსბირთვიან Core i7-3960X EE და Core i7-3930K-ს პატარა დეფექტი გააჩნიათ, კერძოდ კი მათ არააქვთ Vt-d-ს აპარატურული ვირტუალიცაზიის მხარდაჭერა, რაც განსაზღვრულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების გამოცდილი ნაწილსთვის. ეს პრობლემა მალევე იქნება მოგვარებული, პროცესორის C2 სტეპინგის გამოსვლით.

ადრე ცნობილი იყო, რომ ბირთვების C2 რევიზიაზე გადასვლა თებერვალ-მარტში იგეგმებოდა, მაგრამ Intel-ის სპეციალისტებმა მოახერხეს ტემპის აჩქარება ამ პრობლემის მოგვარებაში და ახალა კი, techPowerUp! იუწყება, რომ კალიფორნიიდან ახალი LGA2011-ის პროცესორების შეკვეთები 2012 წლის 20 იანვრიდან დაიწყება.

4998bc5bc8d0.jpg

ამ ახალ, C2 სტეპინგზე, ტოპ ექვსბირთვიანი Intel-ის პროცესორების გადასვლის ამბავში ასევე ძალიან საინტერესოა ოთხბირთვიანი Core i7-3820-ის ბედი, რომლის გამოშვებაც, შემდეგი წლის პირველ კვრატალში იგეგმება. ჩვენ პრაქტიკულად 100% შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე ახალ Sandy Bridge-E კრისტალზე (C2) იქნება დაფუძნებული და არ ვიხილავთ მის C1 ვერსიას. ასევე რამოდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ D სტეპინგსაც, რომელიც საშუალებას მისცემს Intel-ს დაამზადოს რვაბირთვიანი დესკტოპ პროცესორები, თერმოგამოყოფის მისაღები დონით.

  • Upvote 2
Posted

Vaax,D stepingic gamova e.i 8 birtviani daje,ixureba amd

Posted

კარგი ინფოა, მაგრამ მემგონი ჯობია აიღნიშნოს, რომ ყველამ არ იცის რა არი Vt-d და შეიძლება სხვანაირ ხარვეზად მიიღონ, რეალურად ვინც არ იყენებს ვირტუალურ მანქანებს თან სერიოზულ დონეზე, ეს "ხარვეზი", უფრო სწორად extension-ის არქონა აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ შეუქმნის გეიმინგიდან დაწყებული 3D MAX რენდერით დამთავრებული.

  • Upvote 2
Posted

ეგ Vt-d ყოფილა I/O მოწყობილობების ვირტუალიზაციისთვის მაგრამ რავიცი მაგ ვირტუალიზაციას ვინმე იყენებს? ან ეგ როგორია არც მესმის მაგალითად ვირტუალურ ვინდოუსს ვირტუალურ მაუსს მიუერთებ თუ?

Posted

ხო გურუ3დ-ზეც ვნახე ეხლა ეგ ინფო Intel Core i7-3960X and 3930K to get C2 stepping in January http://guru3d.com/news/intel-core-i73960x-and-3930k-to-get-c2-stepping-in-january/

  • 4 weeks later...
Posted

აქ დავდებ, სხვა ადგილი ვერ მოვუძებნე

http://www.overclockers.ru/hardnews/45275/Novyj_rekord_razgona_processora_Intel_Core_i7-3930K.html

3930K ახალი რეკორდიო, 5831Mhz

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.