Andgula Posted December 12, 2011 Posted December 12, 2011 სამხრეთ კორეულმა კომპანია HanJung Tech-მა ახლახანს წარმოადგინა ორი ახალი Mid-Tower ფორმ-ფაქტორის მქონე კეისი ესენია Tron 200 და Tron 200 EX, რომლებიც უკვე გაყიდვაშია ევროპაში. ორივე მოდელის ზომებია 472 (H) x 180 (W) x 478 (D) მმ, და შესრულებულია შავ ფერში როგორც შიგნიდან ასევე გარედან, მათ გააჩნიათ ფოლადის სტრუქტურა, ოთხი 5.25-დუიმიანი დისკამძრავის განყოფილება, ოთხი შიდა 3.5-დუიმიანი განყოფილება, კეისის თავზე განთავსებული SATA HDD/SSD დოკ სადგური, 2-არხიანი ფან კონტროლერი, და ოთხი ფენი - ერთი 120 მმ-იანი მოდელი ლურჯი LED განათებით განთავსებულია წინ, ერთი 120 მმ-იანი სპინერი რომელიც განთავსებულია უკანა მხარეს პლიუს კიდევ ორი ფენი რომლებიც განთავსებულია ქვედა მხარეს. Tron 200-ის I/O პანელი მოიცავს USB 2.0 (x 2) და აუდიო პორტებს, მისი კეისის გვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ ორი ფენი, ხოლო Tron 200 EX-ს გააჩნია განახლებული I/O პანელი რომელზეც დატანილია USB 3.0 x 1, USB 2.0 x 2, audio x 2, და გააჩნია side window. Tron 200 და 200 EX გაიყიდება 39.90 Euro და 46.90 Euro. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.