Jump to content

Recommended Posts

Posted

ორი კვირის წინ განახლებულ, Intel-ის როადმაპიდან ცნობილი გახდა, რომ მეორე თაობის Core i5 პროცესორების დღევანდელი მოდელები მომავალ წელს ადგილს დაუთმობენ 22 ნმ Ivy Bridge-ებს. 2012-ის II კვარტლამდე თითქოს არ იგეგმებოდა ახალი CPU-ების გამოშვება 32 ნმ-ზე, მაგრამ კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მოულოდნელად გამოჩნდა ცნობა გახსნილი მამრავლის მქონე, ოთხბირთვიან Core i5-2550K-ის შესახებ. ვებ-გვერდზე, პროდუქტი აღნიშნულია BX80623I52550K კოდური სახელწოდებით (ბოქს-ვერსიისთვის).

e7f68e0f411dc16ee86c491bc931483e.png

თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოპულარულ Core i5-2500K-თან შედარებით, ის მიიღებს დამატებით 100 მჰზ-ს და ამგვარად, მისი ნომინალური სიხშირე გაუტოლდება 3,4 გჰზ-ს. გარდა ამისა, ახალ ნაწარმს ექნება Turbo Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, III თაობის 6 მბ კეშ-მეხსიერება და Intel HD 2000 (3000?). თერმოპაკეტის ნიშნული არ გადააჭარბებს 95 ვ-ს.

CPU-World-ის აზრით, Core i5-2550K-ის გაყიდვები დაიწყება ახალ AMD Bulldozer პროცესორების ანონსის, კერძოდ კი, FX-8170-ის შემდეგ.

  • Upvote 2
Posted

რა საჭირო იყო ეხლა ამდენი ერთი და იგივე პროცესორების გამოშვება სხვადასხვა შეფუთვით :SNEMOTICON13:

Posted

2500K ს რომელი აქვს ინტერირებული HD 2000 ? თუ ამას 3000 ექნება და ცოტა მეტი სიხშირე კარგია

Posted

FC BARCELONA

2500K - Intel® HD Graphics 3000

ამ ამოდელს +100Mhz ექნება და HT თუ დაამატეს(არამგონია რო მოხდეს) მაშინ ძალიან კარგი იქნება.

Posted

FC BARCELONA

2500K - Intel® HD Graphics 3000

ამ ამოდელს +100Mhz ექნება და HT თუ დაამატეს(არამგონია რო მოხდეს) მაშინ ძალიან კარგი იქნება.

++100mhz რა არი :D მიარაზგონებ და +100-ც გექნება და მეტიც :) თავისუფლად აიყვან 2500k-ს 4.5-ზე ჰაერის გაგრილებაზეა საუბარი შეიძლება მეტზეც :) თუ დაიწევა ფასები ამის აღებას ის 32 ნმ-იანი 2500k ჯობია :)

Posted

ხო სჩვევია ინტელს ასეთი მაიმუნობები :D როგორც 2700K გამოუშვა ისე ეს მოდელიც :chojinfc:

Posted

თუ მჰზ-ებში დიდი მრავალფეროვნება თუ უნდათ,აეღოთ ერთი I7 2.7Gგჰზ-იანი K 300 დოლარად და ეგ 320 დოლარად

Posted

2500K ს რომელი აქვს ინტერირებული HD 2000 ? თუ ამას 3000 ექნება და ცოტა მეტი სიხშირე კარგია

კ სერია 3000 ჰდ აქ

Posted

ra sachiro iko da amd buldozeris high end modeli carmadobashi uaovdeba 2500ks da xan odnav agebs xan odnav jobnis

fasit ki amd top modeli zviria ufrxoda intelmac moumata stockze 100mhz

amit gaxia buldozeri da fass daadebs igivea rac amd hih end modj dajdebaა

Posted

Intel Core i5-2550K Unlocked Processor http://guru3d.com/news/intel-core-i52550k-unlocked-processor/ ინტელი არასაჭირო პროციკებს მგონი არც უშვებს, ყველაფერი 5-ზე აქვს ხოლმე გათვლილი და როცა აღარ ჭირდება მერე აუქმებს ხოლმე ამ თუ იმ მოდელის გამოშვებას

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.