X-treme user Posted December 10, 2011 Posted December 10, 2011 ინფორმაციულმა წყარომ განაცხადა მონობლოკურ კომპიუტერ Toshiba Qosmio DX730-ის ევროპაში გაყიდვების დაწყების თაობაზე, რომლის ანონსიც სექტემბრის დასაწყისში შედგა. იმ დროისთვის, არ იყო ცნობილი არც მისი ღირებულება, არც დეტალური სპეციფიკაციები, თუმცა ეს ყველაფერი ამჯერად უკვე გამოქვეყნდა. 10K მოდიფიკაციაში შესულია Full HD გაფართოების, 23-დუიმ დიაგონალის მქონე, თხევად-კრისტალური პანელი, 2,4 გჰზ-ზე მომუშავე პროცესორი Intel Core i5-2430M, 1 გბ-იანი დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GT 540M. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 4 გბ-ია (მაქსიმალური - 16 გბ), მყარი დისკისა კი - 1 ტბ. გარდა ამისა, მის კომპლექტაციაში აგრეთვე მოიძებნება ოპტიკური წამყვანი Blu-ray-დისკების მხარდაჭერით, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, მეხსიერების ბარათების წაკითხვისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერები, ორი ფართოხაზოვანი და ერთი დაბალსიხშირიანი დინამიკი, ჰიბრიდული ტვ-ტიუნერი. ინტერფეისების სახით კი, წარმოდგენილია ოთხი USB 2.0, ორი USB 3.0, HDMI. პროდუქტის ფასი, ოპერაციულ სისტემა Windows 7 Home Premium-ით, შეადგენს 1100 ევროს. კომპლექტს ასევე თან ერთვის უკაბელო მაუსი და კლავიატურა. PRAD.de, IXBT 1
Barca Posted December 10, 2011 Posted December 10, 2011 ევროებში ნამეტანი ძვირია ,თუმცა ალბათ ეკრანის გამო ღირს ეს ფასი საოფისედ კარგი რამეა
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now