Andgula Posted December 9, 2011 Posted December 9, 2011 კომპანია Sharkoon-მა ახლახანს დაასრულა მუშაობა ახალ Mid-Tower ფორმ-ფაქტორის კეისსზე რომელიც ცნობილია როგორც Tauron, მისი ზომები შეადგენს 510 (L) x 205 (W) x 495 (H) მმ-ს ხოლო მისი მასა კი 9.5 კგ-ს, კეისი გაიყიდება სამ სხვადასხვა ფერში ესენია შავი წითელი ინტერიერით, შავი მწვანე ინტერიერით და თეთრი ფერის. Tauron-ი მხარს უჭერს micro ATX და ATX ფორმ-ფაქტორის დედა დაფებს მისი I/O პანელი განთავსებულია კეისის ზედა მხარეს და მასზე დატანილია (2 x USB 3.0, 2 x USB 2.0 და 2 x audio პორტები), ასევე გააჩნია აკრილის მხარეს ფანჯარა, ორი შიდა 5.25 დუიმიანი განყოფილება და შვიდი მოსახსნელი 2.5/3.5-დუიმიანი განყოფილება. Sharkoon-ის კეისს ასევე გააჩნია ორი წინასწარ გაბურღული ხვრელი წყლის გაგრილების მილებისათვის და აღჭურვილია ოთხი ფენით - ერთი 120 მმ-იანი სპინერი განთავსებულია უკან, ერთი 170 მმ განთავსებულია კეისის თავზე, და ორი 120 მმ-იანი მოდელი LED განათებით განთავსებულია წინა მხარეს. თეთრი Tauron-ი შეგიძლიათ შეიძინოთ ფასდაკლებით 78.94 ევროდ, რაც შეეხება შავ/წითელ და შავ/მწვანე მოდელებს მათი შეძენა შესაძლებელია 74.84-73.84 ევროდ. 7 Quote
Andgula Posted December 9, 2011 Author Posted December 9, 2011 მეც ძალიან მომეწონა განსაკუთრებით შავი მწვანეში Quote
OgaiB Posted December 10, 2011 Posted December 10, 2011 მეც ძალიან მომეწონა განსაკუთრებით შავი მწვანეში გიგაბაიტის გეიმერული სერიის დედაპლატებისთვის იქნება მისწრება :) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.