Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Galaxy-მ დააპროექტა არარეფერენსული ვიდეობარათის მოდელი, სახელწოდებით GeForce GTX 580 Hall of Fame Edition. ის აღჭურვილია კარგად მოფიქრებულ, კვების სისტემით რომელიც მოიცავს რვა (6+2) ძალურ ფაზას. ხოლო გაგრილება წარმოდგენილია 6 მმ დიამეტრის, სპილენძის ხუთი მილაკით, ალუმინის ფირფიტების მთლიანი მასივით და 92 მმ-იანი სამი ფენით. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ, იკავებს გაფართოების ორ სლოტს.

ae988af60c5a300c282afc6e51617dc8.jpg

f7cb775ef870542e389fdc302f059fe7.jpg

09bb6feccb4f10eb3698c6492c2113f2.jpg

3d9c8390224c21128147949b4207075d.jpg

პროდუქტს გააჩნია გამოსახულების ერთდროულად სამ მონიტორზე გამოტანის მხარდაჭერა - სპეციალიზირებულ, IDT VMM1403 მიკროსქემის გამოყენებით. რაც შეეხება გასასვლელებს, უკანა პანელზე განთავსებულია mini-HDMI (3) და DisplayPort. ცნობილია, რომ ის აგრეთვე დაკომლექტებულია Samsung-ის წარმოების, GDDR5 ჩიპებით, თუმცა ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია სიხშირეების შესახებ.

  • Upvote 6
Posted

საინტერესო ინფოა, გმადლობ :thumbsup:

P.S. ეს ვიდეოდაფა ძალიან გრძელია თუ მე მეჩვენება :sleep: :xelitavi:

Posted

საინტერესო ინფოა, გმადლობ :thumbsup:

P.S. ეს ვიდეოდაფა ძალიან გრძელია თუ მე მეჩვენება :sleep::xelitavi:

შენ ეს უნდა ნახო რამხელაა, HAF ში გაჭირვებით ჩავაკვეხე

msi_n580gtx_06.jpg

კარგი ვერსიაა, MSI ვერ ჯობია :D

Posted

ეს Galaxy ის საუკეთესო სერიაა პრაქტიკულად ,საკმაოდ კარგია გაგრილებითაც და ყველაფრით ,თუმცა რამდენად სჯობს MSI ის მაგ ვერსიას ზსუტად ვერ ვიტყვით ჯერ

Posted

თუ აჯობებს, ისიც ძალიან უმნიშვნელოდ.. msi-ს ეგ სერია მეტისმეტად კარგია, ძნელი იქნება უკეთესის დამზადება, თუმცა ვნახოთ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.