Jump to content

Recommended Posts

Posted

სახელწოდებაში სიტყვა Cooling-ის ამოღებით, კომპანია Arctic-მა, გაგრილების სისტემების გამოშვება აქცია საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ, თუმცა ინოვაციურ განვითარების გზა მაინც არ მიუტოვებია. მისი ახალი პროდუქტები - Freezer i30 და Freezer A30 გაყიდვაში იანვრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდებიან და მათი ღირებულება 49,95$ იქნება. ორივე მათგანის კონსტრუქცია იდენტურია, თუმცა განსხვავდებიან თავსებად პლატფორმების ჩამონათვალით: პირველი ითვალისწინებს LGA 1155/1156/2011, ხოლო მეორე - FM1/AM2/AM2+/AM3/AM3+-ს სოკეტებს. იტყობინებიან, რომ მათ აქვთ 320 ვ-მდე სითბოს მოცილების უნარი.

6565a80f49124642d690ee6e6ec2dbc1.jpg

PWM-მართვის მქონე, 120 მმ-იანი F12 PWM ფენი რადიატორზე სპეციალური გარემომცველი ზედაპირის და ვიბროჩამხშობ ფენების საშუალებით მაგრდება. აუცილებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მისი შეცვლა, სხვა ანალოგიური ზომის 'პროპელერით'. მაქსიმალურ სისწრაფე - 1350 ბრ/წთ-ის დროს, ის ახდენს 125,73/სთ ჰაერის ნაკადის დამუშავებას, ხოლო ხმაურის დონე ამასთან, არ აჭარბებს 0,3 სონს. აქვე უნდა ითქვას, რომ Intel-ის პროცესორების ქარხნული ქულერებისთვის, 2020 ბრ/წთ-ის პირობებში, ეს მაჩვენებელი 1 ს-ს უტოლდება, ხოლო AMD-ს ბოქს-ვერსიებისთვის და 2850 ბრ/წთ-ით კი - 0.8 ს-ს. ამგვარად, Arctic-ის ნაწარმები არამხოლოდ უფრო ჩუმები, არამედ ეფექტურებიც არიან - გაგრილების თვალსაზრისით.

a3eae2e3d509bffd3235afbcb91f90e6.jpg

პროდუქტების გაბარიტები შეადგენს 100 х 139 х 161 მმ-ს, წონა კი - 900 გ-ს. ძირიდან, სადაც გამოყენებულია 'პირდაპირი კონტაქტის' სახესხვაობა, გამოდის ოთხი U-ფორმის მსგავსი, 8 მმ დიამეტრის მქონე სითბური მილაკი, რომლებიც უერთდებიან 0,5 მმ სისქის, 48 ალუმინის ფირფიტას.

ქულერების სამაგრი სისტემა იძლევა ჰაერის ნაკადის ფენიდან - ნებისმიერ ოთხი მხარისკენ მიმართვის საშუალებას. მათზე მოქმედებს მწარმოებლის 6-წლიანი გარანტია.

  • Upvote 2
Posted

ყოველთვის საშუალო დონის ქულერებს უშვებდა

ანუ არც ცუდი მაგრამ არც საუკეთესო

აი თერმოპატები მაგარ აქვთ

i30 სახელი iმაღიზიანებს :D

Posted

ხო აქაც დაიდო ეგ ინფო Arctic Freezer i30 and A30 CPU Coolers http://guru3d.com/news/arctic-freezer-i30-and-a30-cpu-coolers/ საშვალო რაზგონისთვის მემგონი საკმარისი იქნება გეიმინგში რომ დაგჭირდება ისეთის

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.