Jump to content

Recommended Posts

Posted

წელიწადზე ოდნავ დიდი ხნის წინ, დაიწყო 2010 წლის სექტემბერს დაანონსებულ, 'სარკიან' Pentax K-r-ის გაყიდვები. ის იქცა კომპანიის, როგორც ფოტოტექნიკის დამოუკიდებელი მწარმოებლის მიერ გამოშვებულ, ერთ-ერთ უკანასკნელ კამერად. როგორც იცით, ორი თვის წინ, Ricoh-მ დაასრულა Pentax Imaging Systems-ის შეძენის პროცესი და მუშაობა დაიწყო ბრენდ Pentax Ricoh Imaging Company-მ.

f1cd4001de208ecfd429c00c5fac90d5.jpg

გარკვეული დროის წინ, Pentax K-r გაქრა მსხვილ ამერიკულ ონლაინ-მაღაზიების ასორტიმენტებიდან, რაც როგორც წესი, წარმოადგენს უტყუარ ინდიკატორს იმისა, რომ პროდუქტი წარმოებიდან ამოღებულია. უნდა აღინიშნოს, რომ კამერისა და ობიექტივისგან შემდგარი კომპლექტი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

რამდენიმე დღის წინ, Pentax Japan-მა, შეტყობინებით დაადასტურა, რომ აღნიშნული აპარატის გამოშვება შეწყვეტილია. ამ წლის 9 დეკემბრის შემდეგ, კომპანია აღარ მიიღებს შეკვეთებს Pentax K-r-ზე, თუმცა მის კატალოგში ის ამ მომენტისთვის მაინც შეინიშნება. იქვეა 'სარკიანი' კამერა Pentax K-r, რომლის ანონსიც 2010-ის შემოდგომაზე შედგა, მაგრამ Pentax-ის პროდუქციაში, ის შედარებით უფრო მაღალ პოზიციაზეა განთავსებული.

იქნება თუ არა გამოშვებული Pentax K-r-ის შემცვლელი მოდელი, ჯერჯერობით უცნობია. თუ დიახ, მაშინ მისი პრემიერისთვის შესაფერისი შემთხვევა შესაძლოა გახდეს გამოფენა PMA 2012, რომელიც მომდევნო წლის დასაწყისში შედგება.

  • Upvote 2
Posted

ფრიად სამწუხაროა ამ ბრენდის გაქრობა (თქვენ თუ გნებავთ შერწყმა უწოდეთ, გამქრალია მაინც და ეგაა). K-x-იც კარგი იყო, K-r-საც არაუშავდა. ჰაი-ენდზე არაფერს ვამბობ <_<

რიკო თუ გამოუშვებს ცეცხლის ფასს დაადებს.

Posted

ფრიად სამწუხაროა ამ ბრენდის გაქრობა (თქვენ თუ გნებავთ შერწყმა უწოდეთ, გამქრალია მაინც და ეგაა). K-x-იც კარგი იყო, K-r-საც არაუშავდა. ჰაი-ენდზე არაფერს ვამბობ <_<

რიკო თუ გამოუშვებს ცეცხლის ფასს დაადებს.

kx-ის გამოშვებაც შეწყდა? :SNEMOTICON13:

Posted

K-x სადღაც ერთი წელია უკვე რაც აღარ გამოდის. Full Frame ფორმატის კამერაც ქონდათ იდეაში, მაგრამ წარმოებაში გაშვებამდე დახურეს პროექტი. მოკლედ გაუჭირდათ ფინანსურად და თავიც გაყიდეს.

დღემდე მწყდება გული თეთრი K-x რომ ვერ ვიყიდე.

  • Upvote 1
  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.