X-treme user Posted December 6, 2011 Posted December 6, 2011 წელიწადზე ოდნავ დიდი ხნის წინ, დაიწყო 2010 წლის სექტემბერს დაანონსებულ, 'სარკიან' Pentax K-r-ის გაყიდვები. ის იქცა კომპანიის, როგორც ფოტოტექნიკის დამოუკიდებელი მწარმოებლის მიერ გამოშვებულ, ერთ-ერთ უკანასკნელ კამერად. როგორც იცით, ორი თვის წინ, Ricoh-მ დაასრულა Pentax Imaging Systems-ის შეძენის პროცესი და მუშაობა დაიწყო ბრენდ Pentax Ricoh Imaging Company-მ. გარკვეული დროის წინ, Pentax K-r გაქრა მსხვილ ამერიკულ ონლაინ-მაღაზიების ასორტიმენტებიდან, რაც როგორც წესი, წარმოადგენს უტყუარ ინდიკატორს იმისა, რომ პროდუქტი წარმოებიდან ამოღებულია. უნდა აღინიშნოს, რომ კამერისა და ობიექტივისგან შემდგარი კომპლექტი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. რამდენიმე დღის წინ, Pentax Japan-მა, შეტყობინებით დაადასტურა, რომ აღნიშნული აპარატის გამოშვება შეწყვეტილია. ამ წლის 9 დეკემბრის შემდეგ, კომპანია აღარ მიიღებს შეკვეთებს Pentax K-r-ზე, თუმცა მის კატალოგში ის ამ მომენტისთვის მაინც შეინიშნება. იქვეა 'სარკიანი' კამერა Pentax K-r, რომლის ანონსიც 2010-ის შემოდგომაზე შედგა, მაგრამ Pentax-ის პროდუქციაში, ის შედარებით უფრო მაღალ პოზიციაზეა განთავსებული. იქნება თუ არა გამოშვებული Pentax K-r-ის შემცვლელი მოდელი, ჯერჯერობით უცნობია. თუ დიახ, მაშინ მისი პრემიერისთვის შესაფერისი შემთხვევა შესაძლოა გახდეს გამოფენა PMA 2012, რომელიც მომდევნო წლის დასაწყისში შედგება. B&H, Pentax Ricoh Imaging Company, IXBT 2 Quote
მიშა Posted December 6, 2011 Posted December 6, 2011 ფრიად სამწუხაროა ამ ბრენდის გაქრობა (თქვენ თუ გნებავთ შერწყმა უწოდეთ, გამქრალია მაინც და ეგაა). K-x-იც კარგი იყო, K-r-საც არაუშავდა. ჰაი-ენდზე არაფერს ვამბობ რიკო თუ გამოუშვებს ცეცხლის ფასს დაადებს. Quote
T a S o T T i Posted December 6, 2011 Posted December 6, 2011 ფრიად სამწუხაროა ამ ბრენდის გაქრობა (თქვენ თუ გნებავთ შერწყმა უწოდეთ, გამქრალია მაინც და ეგაა). K-x-იც კარგი იყო, K-r-საც არაუშავდა. ჰაი-ენდზე არაფერს ვამბობ რიკო თუ გამოუშვებს ცეცხლის ფასს დაადებს. kx-ის გამოშვებაც შეწყდა? :SNEMOTICON13: Quote
მიშა Posted December 6, 2011 Posted December 6, 2011 K-x სადღაც ერთი წელია უკვე რაც აღარ გამოდის. Full Frame ფორმატის კამერაც ქონდათ იდეაში, მაგრამ წარმოებაში გაშვებამდე დახურეს პროექტი. მოკლედ გაუჭირდათ ფინანსურად და თავიც გაყიდეს. დღემდე მწყდება გული თეთრი K-x რომ ვერ ვიყიდე. 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.