Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LG-მ წარმოადგინა ულტრაბუქების კატეგორიაში შესული მობილური კომპიუტერი - LG X-Note Z330 Ultrabook.. 315 x 215 x 14,7 მმ ზომებით და 1,21 კგ წონით, მას გააჩნია 13,3-დუიმ დიაგონალის მქონე ეკრანი - 1366 x 768 პიქსელ გაფართოებით. გარდა ამისა, მის კონფიგურაციაში აგრეთვე შესულია SATA 6 გბიტ/წმ ინტერფეისიანი SSD, ასე, რომ მწარმოებლის მიერ განცხადებული, 'ცივი' ჩატვირთვის დრო შეადგენს სულ რაღაც 9,9 წმ-ს. მოდიფიკაცია - Core i5-2467M (1,6 გჰზ) პროცესორით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 120 გბ-იანი მყარი დისკით შეფასებულია 1500$-ად, ხოლო თუ არჩეულ იქნება Core i7-2637M (1,7 გჰზ), 256 გბ-იანი SSD, ეს ნიშნული კიდევ 800$-ით გაიზრდება (მოცემულია სამხრეთ კორეის ფასები).

c17a215d63707a7372fc022c055b9ec8.jpg

4e0fbcfc398c7d3d4320bbf827b8ae94.jpg

გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია HDMI და USB 3.0 ინტერფეისით, Bluetooth 3.0+HS და Wi-Fi 802.11 b/g/n ადაპტერით, გააჩნია ტექნოლოგია Intel WiDi-ის მხარდაჭერა - HDTV-სთან უკაბელო კავშირისთვის. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა კი - 6 სთ-ზე მეტია.

Posted

1366 x 768

:facepalm:

Posted

ულტრაბუქისთვის დამახასიათებელი გაფართოება, რას ერჩი? :)

Posted

ულტრაბუქისთვის დამახასიათებელი გაფართოება, რას ერჩი? :)

დამახასიათებელი როა მაგას ვერჩი :D

თვალებში გერჭობა პიქსელები იმდენად საზიზღარი გაფართოებაა :(

Posted

მაგარი რამეა

გიგა ვერ ვიგებ რას ერჩი მაგ რეზოლუციას ? :D მაგხელა ეკრანზე მაგაზე კარგი რაღა გინდა ? :D ეგ 15.6 იანის სტადარტია

Posted

1366 x 768

:facepalm:

ტვინს ტ..თქო ხო დაგიწერე ერთხელ? :SNEMOTICON13::facepalm:

დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი , სექსი რამეა :D

Posted

ვერ ვამუღამებ ამ სმარტფონებს, ათასნაირ მობილურ მოწყობილობებს, ნოუტებს და მსგავს პრიბორებს და მომომკალით, ალბათ იმიტომ რომ ხშირათ არ მიწევს სახლიდან გასვლა და არც არაფერში მჭირდება დიდათ და ისე აზრი ეკარგება ჩემი აზრით და ზედმეტი მატრაკვეცობა და ფულის ფლანგვა გამოდის, სახლისთვის ჯობია რაიმე კარგი მულტიმედია სისტემა ააწყო გასართობათ და სამუშაოთ თუ გჭირდება

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.