Jump to content

Recommended Posts

Posted

PC Games Hardware აღმოაჩინა AMD Radeon HD 7000M სერიის ორი წარმომადგენელი - ASUS-ისა და HP-ს ნოუთბუქებში. თავდაპირველად გავეცნოთ ASUS X53TK-SX058V-ის სპეციფიკაციებს, ის აღჭურვილია ინტეგრირებულ GPU Radeon HD 6520G-ის მქონე, ჰიბრიდულ პროცესორ A6-3420M-ით, ხოლო დისკრეტულ ვიდეობარათის როლს ასრულებს Radeon HD 7670M, რომლის ტაქტური სიხშირეც, ადრე გავრცელებულ ცნობების მიხედვით, შეადგენს 600 მჰზ-ს, 1 გბ DDR3 მეხსიერებისა - 900 მჰზ-ს, ხოლო ინტერფეისი კი - 128-ბიტიანია. გარდა ამისა, მის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 8 გბ RAM, 750 გბ ტევადობის მყარი დისკი, ოპტიკური წაყვანი CD/DVD-დისკების ჩაწერის შესაძლებლობით, 15,6-დუიმ დიაგონალის ეკრანი - 1366 х 768 პიქსელ გაფართოებით. პროდუქტის ფასი ევროპაში დაახლოებით 620 ევრო იქნება.

abdbbeff584d0922eb6a62df56b50c6a.jpg

HP Envy 17-3030ew კი, თავის მხრივ, Intel-ის პლატფორმაზეა დაფუძნებული. AMD-ს კომპონენტებიდან, მასში მხოლოდ Radeon HD 7690M-ია, რომელიც Radeon HD 7670M-ის მსგავსად, გააჩნია 128-ბიტიანი სალტე, ბირთვის სიხშირე უფრო მაღალია - 650 მჰზ, 1 გბ GDDR5-ისა კი დაბალი - 800 მჰზ. მისი ღირებულება შეადგენს 1200 ევროს, რომელშიც მომხმარებელი ასევე მიიღებს Intel Core i7-2670QM პროცესორს, 6 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 17,3-დუიმიან ეკრანს 1920 х 1080 გაფართოებით, 1 ტბ-იან HDD-ს და წამყვანს Blu-ray-დისკების წაკითხვის უნარით.

40920883412d927971c566e3b3d97a2f.jpg

ჯერჯერობით არ ვრცელდება არანაირი ოფიციალური ინფორმაცია - AMD Radeon HD 7000M სერიის ვიდეობარათების ანონსის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ ის შედგება მომდევნო წლის იანვრის თვეში გამართულ CES 2012 გამოფენაზე.

  • Upvote 1
Posted

არ მარაზმატიკებს ურჩევნიათ Display-ს მიხედონ...

600-700 ევროს იხდი ისეთ ლეპტოპში რომლის რეზოლუციაა 1366X768.

ტეხავს

Posted

HP listing Notebooks with Radeon HD 7600 http://guru3d.com/news/hp-listing-notebooks-with-radeon-hd-7600/

Posted

არ მარაზმატიკებს ურჩევნიათ Display-ს მიხედონ...

600-700 ევროს იხდი ისეთ ლეპტოპში რომლის რეზოლუციაა 1366X768.

ტეხავს

რეზოლუციაზე გაქ მაგარი გართულება... :D

ის ვინც პირველად ყიდულობს კომპიუტერს და მითუმეტეს ლეპს და გაუგია რო I5 კაია , უქებენ რა იყიდის აბა რას იზავს..

Posted

15იანი მონიტორში მემგონი ზედმეტიცაა FULL HD

Posted

15იანი მონიტორში მემგონი ზედმეტიცაა FULL HD

არაა სასიამოვნოა დაჟე,

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.