gio_kiborg Posted January 18, 2012 Posted January 18, 2012 რა ვერ გაიგეთ ხალხო, ელემენტარული ბიოლოგია თუ იცით პრინციპს მიხვდებით ვერ ვხვდებითო არავის დაუწერია, უბრალოდ ზედმეტად არაპრაქტიკულია, თუ სწორად ვერ გავიგე (რაც გავიგე ზედა პოსტში მიწერია მაგის შესახებ) გაგვაგებინე მართლა Quote
T a S o T T i Posted January 18, 2012 Posted January 18, 2012 ვერ ვხვდებითო არავის დაუწერია, უბრალოდ ზედმეტად არაპრაქტიკულია, თუ სწორად ვერ გავიგე (რაც გავიგე ზედა პოსტში მიწერია მაგის შესახებ) გაგვაგებინე მართლა არაპრაკტიკულია აბა რა არის ჩატენიით ჩაიტენა მაგრამ ამხელა ზომის გამო არამგონია ჩაწერა წაკითხვა დიდი სიჩქარის იყოს :) Quote
ჯამბო Posted January 18, 2012 Posted January 18, 2012 სადაც მაგდენს ჩააწერინებენ , იქაც წაკითხვის მექანიზმს მოიგონებენ , მაგაზე არ იდარდოთ თქვენ დროის ამბავია მეტი არაფერი , ხო არავის დაგავიწყდათ 20 წლის წინანდელი ვინჩესტერები და ახლანდელი micro sd ბარათები? :) 1 Quote
MaKaRoV Posted January 19, 2012 Posted January 19, 2012 მეცნიერები ჩემი ზრით წრეზე დადიან, საწყის მდებარეობამდე მივლენ და BUX გარდაუვალი იქნება კატაკლიზმები,ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ ცდილობდნენ თვითგანვითარებადი ე.წ ''ტვინის'' შექმნას,მერე რობოტებიც მიაყარეს ჩინელებმა,ეხლა კიდე სუ გაჭედეს. 1 გრამი ბაქტერია 900 TB. ამაზე დიდი იდიოტიზმი არ მსმენია, იმ ერთ გრამ ბაქტერიას თუ სხეულში გაუშვებ რა იცი სად წავა? როგორ წაიკითხვა ინფორმაციას? ოპერაციას გააკეთებ თუ პატარა კარებს ჩაიყენებენ ? აი ეს არის უმაღლესი დონის ფეისპალმი.მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.თუ რამე არასწორად დავწერე გამომეხმაურეთ. Quote
ბექა Posted January 19, 2012 Posted January 19, 2012 რაც ჯერ არ იცი რას გააკეთებენ, შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავო. 1 Quote
NEIRON Posted January 19, 2012 Author Posted January 19, 2012 მეცნიერები ჩემი ზრით წრეზე დადიან, საწყის მდებარეობამდე მივლენ და BUX გარდაუვალი იქნება კატაკლიზმები,ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ ცდილობდნენ თვითგანვითარებადი ე.წ ''ტვინის'' შექმნას,მერე რობოტებიც მიაყარეს ჩინელებმა,ეხლა კიდე სუ გაჭედეს. 1 გრამი ბაქტერია 900 TB. ამაზე დიდი იდიოტიზმი არ მსმენია, იმ ერთ გრამ ბაქტერიას თუ სხეულში გაუშვებ რა იცი სად წავა? როგორ წაიკითხვა ინფორმაციას? ოპერაციას გააკეთებ თუ პატარა კარებს ჩაიყენებენ ? აი ეს არის უმაღლესი დონის ფეისპალმი.მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.თუ რამე არასწორად დავწერე გამომეხმაურეთ. შენ ადამიანი ნამეტანი სუფთა გგონია,დაცვის მექანიზმი ბაქტერიებით ხორციელდება პირის ღრუშიც,კანზეც,მთელ სხეულზე,საჭმლის მონელებაც,კ ვიტამინის წარმოქმნაც(სისხლს ადედებს ეს)... ასე რომ,არანაირი პრობლემა არაა,იუმორით შეიძლება თქვა რომ თუ დაიღვარა დედა-დედა რა გვეშველება,მაგრამ მეტი გამყარება ამ ფაქტს არ აქვს,გარდა ქვეცნობიერი თვითდაბოლებისა. ეს ბაქტერია ეშირიხია კოლის ერთერთი მუტაციაა,მაგრამ არაპათოგენური შტამია. შენ(მე,ის) ახლა კბილს რომ იხეხავ,მილიონობით მიირთმევ ამ ბაქტერიის არაპათოგენურ ფორმებს,კოლიმორფულ ბაქტერიებს,ყველგანაა ეს ბაქტერია,წყალშიც...,საიდან ჩნდება?! იმ ფეკალური მასის ჩარეცხვის დროს და სხვა და მთელი სახლი მოფენილია მაგით. ასე რომ,არაიუმორული გზით,არანაირი პრობლემა არაა მაგ მხრივ,იმ ბაქტერიას რასაც ყოველდღე მივირთმევთ პრობლემას ვერ ვხედავ 1 კოლბაში რომ მოაქციონ. 1 Quote
MaKaRoV Posted January 19, 2012 Posted January 19, 2012 მაინც არამგონია ასე ადვილად გამოუვიდეთ ამათ ეს საქმე,მაგრამ არც ადვილი არაა ეხლა რასაც აკეთებენ. თემას და ჩინელებს + ჩემგან Quote
gio_kiborg Posted January 19, 2012 Posted January 19, 2012 როგორც ზემოთ დავწერე, დნმ-ის დეშიფრატორები 3-5 დღეს უნდებიან მინიმუმ ერთი ადამიანის გენოტიპის შედგენას, თან ეგ აპარატურა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თვითონ ვმუშაობ ერთ-ერთი ფირმის ქართულ წარმომადგენლობაში და ვიცი რა პროგრესია და რას შეიძლება ველოდოთ ამ აპარატურის განვითარების მხრივ უახლოესი დეკადის განმავლობაში: მაქსიმუმ ანალიზის სისწრაფე დაჩქარდეს 2-ჯერ, და ფასი შემცირდეს (კონკურენტი პროდუქციის გამო) 30%-ით (შეიძლება გაიზარდოს კიდეც, ეკონომისტი არ ვარ, გააჩნია მოთხოვნა და მიწოდება როგორი იქნება, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ყველაფერი ოპტიმალურად ვითარდება) თუნდაც 50 წლის შემდეგ არა მგონია იყოს ისეთი დნმ დეშიფრატორები, რომლებიც 1 გრამი ბაქტერიის დნმ-ს (რომლებსაც თითოეულ ბაქტერიას თავისი უნიკალური დნმ აქვს) გაშიფრავენ რაიმე გონივრული სიჩქარით (ანუ მონაცემთა წაკითხვისთვის გონივრული) ყოველ შემთხვევაში, იმ აპარატურის გაუმჯობესებული ვარიანტები ამას ვერ იზამენ, თუკი პრინციპულად ახალი მეთოდი არ შეიქმნება, რომელიც მეეჭვება დაინერგოს სწრაფადვე ასე რომ ჩემი აზრით ეს იდეა იმას გავს, რომ დედამიწაზე აკრძალონ ტუალეტში შესვლა და მთვარეზე ააშენონ სუპერთანამედროვე ტუალეტები იდეაში კი შეიძლება დღევანდელი ტექნიკით ადამიანების მთვარეზე გაგზავნა ტუალეტში, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად არაგონივრულია? Quote
namdvili Posted February 13, 2012 Posted February 13, 2012 ბაქტერიების გარეშე ცოცხალი არსებები არ არსებობენ ––– მთავარია პრინციპი. ––– სხვა ახალი მეთოდიც გამოიგონეს – ატომის შებრუნების კომბინაციით ინფორმაციის დამახსოვრება. ამ მეთოდით პროცესორი 100–ჯერ ჩქარი იქნება და სრულიად ცივი. უსაზღვრო მეხსიერებასაც გააკეთებენ (უსაზღვროში იგულისხმება რომ მთელი ცხოვრება ვერ მოასწრებ მის გავსებას :-p) ეს მომავალი არც ისე შორსაა. სხვა გამოსავალი არ აქვს კაცობრიობას – ბევრი კვერცხობები უნდა გამოიგონოს, 5 მილიარდი წელი დარჩა დედამიწას არსებობა (ამ დროისათვის მზე ისეთი გადიდებული იქნება რომ მერკურს და ვენერას ჩაყლაპავს, დედამიწის ჯერი დადგება). ამ დრომდე უნდა მოვასწროთ ისეთი ტექნოლოგია გვქონდეს რომ – ვარიანტები: 1) ახალ პლანეტაზე გადავიდეთ. 2) ან უზარმაზარი ხომალდი–კიდობანი შეიქმნას და კოსმოსში ვიცხოვროთ. 3) ან ისეთი ტექნოლოგია გამოვიგონოთ რომ დედამიწა მოვაშოროთ მზეს. თქვენც გექნებათ ვარიანტები :) Quote
მიშა Posted February 13, 2012 Posted February 13, 2012 სხვა ახალი მეთოდიც გამოიგონეს – ატომის შებრუნების კომბინაციით ინფორმაციის დამახსოვრება. ამ მეთოდით პროცესორი 100–ჯერ ჩქარი იქნება და სრულიად ცივი. ეგ რას ნიშნავს? ან როგორ ხდება, რას იწვევს? Quote
namdvili Posted February 13, 2012 Posted February 13, 2012 ეგ რას ნიშნავს? ან როგორ ხდება, რას იწვევს? ზუსტად არ მახსოვს სად ვნახე ეს ინფორმაცია მაგრამ რამდენიმე მოვიძიე ახლა: ერთ ატომიანი ტრანზისტორი: http://www.3dnews.ru/news/sozdan_odnoatomnii_tranzistor მიღწეულ იქნა 26 GHZ სიხშირე ტრანზისტორში: http://www.3dnews.ru/news/26_ggts_novii_rekord_grafenovih_tranzistorov_ibm კვადრილიონი ბაიტი ასანთის კოლოფის ზომის ჩიპში: http://www.3dnews.ru/editorial/ibm_nano_atom ატომებით ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპი: http://pozitivchik.info/2011/05/fiziki-zapisali-informaciyu-na-atom/ მიზანი ახლოსაა ;) 1 Quote
მიშა Posted February 13, 2012 Posted February 13, 2012 ზუსტად არ მახსოვს სად ვნახე ეს ინფორმაცია მაგრამ რამდენიმე მოვიძიე ახლა: ერთ ატომიანი ტრანზისტორი: http://www.3dnews.ru/news/sozdan_odnoatomnii_tranzistor მიღწეულ იქნა 26 GHZ სიხშირე ტრანზისტორში: http://www.3dnews.ru/news/26_ggts_novii_rekord_grafenovih_tranzistorov_ibm კვადრილიონი ბაიტი ასანთის კოლოფის ზომის ჩიპში: http://www.3dnews.ru/editorial/ibm_nano_atom ატომებით ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპი: http://pozitivchik.info/2011/05/fiziki-zapisali-informaciyu-na-atom/ მიზანი ახლოსაა ფრიად საინტერესო ინფოა. ზე-საინტერესო! მაგრამ მემგონი ძვირი იქნება მსგავსი რაღაც-რუღაცები, ან ჩვეულებრივი მომხმარებლის დონეზე კიდევ დიდხანს ვერ მოატანს. Quote
Shopen Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 წარმოიდგინეთ 1 ბაქტერია=900თB წარმოუდგენელია 1 Quote
VasKa23 Posted March 19, 2012 Posted March 19, 2012 ეგ ბაქტერიები ხო მრავლდებინან მერე ნახე ტერაბაიტები 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.