Jump to content

Recommended Posts

Posted

1b9629593db5.jpg

25 წლის ამერიკელმა პროგრამისტმა, ტრევორ ეკხარტმა (Trevor Eckhart) სმარტფონების უამრავ მოდელში აღმოაჩინა ფარული პროგრამა Carrier IQ, რომელიც დეტალურ ინფორმაციას აგროვებს აპარატსა და მასზე შესრულებულ მოქმედებებზე.

Carrier IQ – ეს არის სპეციალური ქვეპროგრამა, რომელიც იწერს საძიებო მოთხოვნებს, ტექსტური შეტყობინებების შინაარსს, GPS კოორდინატებს, ტელეფონის ნომრებს, კლავიატურიდან აკრეფილ სიტყვებს და ა.შ. ამასთან უტილიტე მჭიდროდ არის ინტეგრირებული კომუნიკატორის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მისი გამორთვა შეუძლებელია.

ჯაშუშური პროგრამა «ჩაკერილია» მილიონობით ფიჭურ აპარატში. მათ შორის Nokia–სა და RIM–ის ჭკვიან ტელეფონებში, ასევე Android–ის ძალიან ბევრ სმარტფონში.

Carrier IQ–ს შემქმნელები ჯაშუშურ განზრახვებს კატეგორიულად უარყოფენ. თუ მათ დავუჯერებთ, უტილიტე განკუთვნილია ფიჭური აპარატების სწრაფქმედების ანალიზისთვისა და შესაძლო პრობლემების გამოვლენისთვის – მაგალითად, კავშირის მოულოდნელად დაკარგვა. როგორც ცნობილი გახდა Carrier IQ–ს აყენებენ თავად სმარფონების მწარმოებლები ან მობილური ოპერატორები. მიზეზი: ხარვეზების მოგვერების ეფექტური საშუალება.

თუმცა თუ დავაკვირდებით Carrier IQ–ს შექმნის მიზეზი მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერს. ამერიკელი სენატორი ალ ფრანკენი (Al Franken) ღია წერილში მწარმოებლებისგან დეტალურ ახსნა განმარტებებს მოითხოვს. «თუ Carrier IQ მომხმარებლის მითითების გარეშე აგროვებს ინფორმაციას ისე, როგორც ამას აცხადებს მკვლევარი ტრევორ ეკხარტი, ეს შეიძლება ფედერალური კანონის დარღვევად ჩაითვალოს», – წერს ბატონი ფრანკინი.

Carrier IQ–ს შემქმნელებმა ყველა დასმულ შეკითხვას 14 დეკემბრამდე უნდა გასცენ პასუხი.

ვაჰ, მგონი არასწორ განყოფილებაში დავწერე, მოდერ გადაიტანე სადაც საჭიროა რა კაცურად :)

  • Upvote 4
Posted

ჰო ეს ინფო ადრეც იყო სადღაც, რა გაირკვა არ ვიცი. ცუდია თუ ნამდვილად ეგრეა, არ აქვთ უფლება ფარულად მუშაობდეს ეს პროგა თუნდაც კეთილი მიზნებით. უნდა ჰქონდეს ჩართვა გამორთვის ფუნქცია და თუ მომინდება ჩავრთავ და გაეგზავნოთ მონაცემები უკეთესი მუშაობისთვის და ანალიზისთვის.

საინტერესო ინფოა. მადლობა.

Posted

ამიტომ უნდა გქონდეს ფანრიანი ნოკია :D

  • Upvote 1
Posted

თვალთვალი რომ უნდოდეს ვინმეს ისედაც გითვალთვალებს

Posted

თვალთვალი რომ უნდოდეს ვინმეს ისედაც გითვალთვალებს

კი. მაგრამ Carrier IQ-ით საქმე გაიიოლეს როგორც ჩანს.

Posted

კი. მაგრამ Carrier IQ-ით საქმე გაიიოლეს როგორც ჩანს.

შეიძლება ეს "ახალი" აღმოჩენაა და მანამდეც იარსებებდა რამე :)

Posted

:SNEMOTICON13: მადლობა ინფოსთვის :D

წავედი მე ფარნიან ნოკიას ვიყიდი

Snake 4 ever :dabolili:

  • Upvote 1
Posted

თვალთვალი რომ უნდოდეს ვინმეს ისედაც გითვალთვალებს

Strongly disagree. "ზედმეტი" მეთოდები არ აწყენთ მათ, ვისაც თვალთვალი უნდა.

Posted

Apple-ს და Google-ს კონგრესმა შენიშვნა მისცა დრე მაგის გამო.. ახლა რა ხდება არ ვიცი..

Posted

სმარტფონი გვითვალთვალებს

no

big brother is watching you! :yes:

Posted

ამ კომპანიების მიღმა,არ მჯერა რომ ვინმე ზემდგომი არ იდგეს.

ამ ციფრულ სამყაროში ყველდღიურობის გადანაცვლებით კი,ძალზედ ადვილია მართო ადამიანი.

მადლობთ ნიუსისთვის!

Posted

აბა მწვანნებო ნახეთ გითვალთვალებს თუ არა თქვენი ანდროიდი:

https://market.android.com/details?id=com.lookout.carrieriqdetector

  • 2 months later...
Posted

რა ცუდი რამ არის, ესეიგი შენზე შენს სმარტზე ვიღაცას სრული ინფორმაცია აქ :SNEMOTICON13: :(

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.