iliko1990 Posted December 1, 2011 Posted December 1, 2011 კომპანიამ Hammacher Schlemmer თავისი ინტერნეტ-მაღაზიის ასორტიმენტი მსოფლიოში ყველაზე პატარა, მისი განცხადებით, ციფრული კამერით გაზარდა. მინიატურული ზომების წყალობით სიახლე ადვილად ეტევა თითის წვერზე და უფრო ბრელოკს ჰგავს, ვიდრე რეალურად მომუშავე მოწყობილობას. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ამ წლის სექტემბერში დააანონსდა. კამერა გამოსახულების 2-მპ სენსორითაა აღჭურვილი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გარჩევადობას 1600 х 1200 პიქსელი ფოტოსთვის და 640 х 480 პიქსელი წამში 30 კადრის სიჩქარისას ვიდეოსთვის. ფოტოები JPEG ფორმატში ინახება, ვიდეორგოლები – AVI. მათი დათვალიერება შესაძლებელია ეკრანზე კამერის კომპიუტერეთან მიერთებისას USB 2.0-ინტერფეისით. გადაღებული მასალა კომპლექტში შემავალ 2 GB მეხსიერების კარტაზე microSD იწერება, მაგრამ მხარდაჭერილია აგრეთვე ამ ფორმ-ფაქტორის სხვა კარტებიც ტევადობით 32 GB-მდე. კამერის მართვა მხოლოდ ერთი ღილაკით ხორციელდება – გაშვება. აკუმულატორი მხოლოდ 30 წუთიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს ვიდეოგადაღების რეჟიმში. სავარაუდოდ, სიახლე ფოტო- და ვიდეოგადაღების ხარისხით არაფრით სჯობს, ზოგ შემთხვევაში კი თანამედროვე მობილური ტელეფონების და სმარტფონების კამერებს ჩამოუვარდება კიდეც. სად შეიძლება იგი გამოვიყენოთ, მწარმოებლები არ აკონკრეტებენ. და მაინც, თუ კი დაინტერესდით, მზად იყავით $100-ის გადასახდელად. topnews.net.nz 7 Quote
მიშა Posted December 1, 2011 Posted December 1, 2011 "ყველაზე პატარა ციფრული ვიდეოკამერა, რომელიც იღებს 720p"-ს. Quote
მათე Posted December 1, 2011 Posted December 1, 2011 საკაიფო რამეა თუმცა ძვირია 720p-ს როგორ იღებს აქ 640 х 480 უწერია ვიდეოს ეს 480p არაა? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.