Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიამ Hammacher Schlemmer თავისი ინტერნეტ-მაღაზიის ასორტიმენტი მსოფლიოში ყველაზე პატარა, მისი განცხადებით, ციფრული კამერით გაზარდა. მინიატურული ზომების წყალობით სიახლე ადვილად ეტევა თითის წვერზე და უფრო ბრელოკს ჰგავს, ვიდრე რეალურად მომუშავე მოწყობილობას. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ამ წლის სექტემბერში დააანონსდა.

Hammacher-Schlemmer5458.jpg

კამერა გამოსახულების 2-მპ სენსორითაა აღჭურვილი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გარჩევადობას 1600 х 1200 პიქსელი ფოტოსთვის და 640 х 480 პიქსელი წამში 30 კადრის სიჩქარისას ვიდეოსთვის. ფოტოები JPEG ფორმატში ინახება, ვიდეორგოლები – AVI. მათი დათვალიერება შესაძლებელია ეკრანზე კამერის კომპიუტერეთან მიერთებისას USB 2.0-ინტერფეისით. გადაღებული მასალა კომპლექტში შემავალ 2 GB მეხსიერების კარტაზე microSD იწერება, მაგრამ მხარდაჭერილია აგრეთვე ამ ფორმ-ფაქტორის სხვა კარტებიც ტევადობით 32 GB-მდე. კამერის მართვა მხოლოდ ერთი ღილაკით ხორციელდება – გაშვება. აკუმულატორი მხოლოდ 30 წუთიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს ვიდეოგადაღების რეჟიმში.

სავარაუდოდ, სიახლე ფოტო- და ვიდეოგადაღების ხარისხით არაფრით სჯობს, ზოგ შემთხვევაში კი თანამედროვე მობილური ტელეფონების და სმარტფონების კამერებს ჩამოუვარდება კიდეც. სად შეიძლება იგი გამოვიყენოთ, მწარმოებლები არ აკონკრეტებენ. და მაინც, თუ კი დაინტერესდით, მზად იყავით $100-ის გადასახდელად.

topnews.net.nz

  • Upvote 7
Posted

ხო მასეა ნამდვილად

Posted

საკაიფო რამეა თუმცა ძვირია

720p-ს როგორ იღებს აქ 640 х 480 უწერია ვიდეოს ეს 480p არაა?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.