Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Noctua ბოლო დროს, ყურადღებას არამხოლოდ თავის ფენების აეროდინამიურ მახასიათებლების დახვეწას უთმობს, არამედ ასევე განაგრძობს მათი კვების ქვესისტემის გაუმჯობესებასაც - საფირმო მიკროსქემა NE-FD1-ის გამოყენებით. ის იძლევა მუშაობის დროს ხმაურის დონის შემცირებისა და ენერგომოხმარების დონის შეზღუდვის საშუალებას - 25-40%-მდე - PWM-მართვის ფუნქციის არმქონე, მისივე ანალოგიურ გადაწყვეტილებებთან და 50%-მდე - სისწრაფის მსგავს დიაპაზონში ფუნქციონირებად, კონკურენტ მოდელებთან შედარებით.

გუშინ, მან წარმოადგინა კორპუსისთვის განკუთვნილი ვენტილატორები - NF-P12 PWM, NF-B9 PWM და NF-R8 PWM, რომლებიც ითვლებიან პოპულარულ, ამავე ვერსიების სახესხვაობებად - PWM-ის გარეშე.

f226f16adc6e89a6e27761bdcc2ad9e9.jpg

7c5e8744034f78366c2e7f91390d5143.jpg

dfed0cc59cbe0e1f2df35f43b17ca5c1.jpg

ციფრული ინდექსი პროდუქტების სახელწოდებებში, როგორც მიხვდით, მათ ზომებზე მეტყველებს, რომლებიც შეადგენს 120, 92 და 80 მმ-ს შესაბამისად. სპეციფიკაციები შემდეგნაირია:

NF-P12 PWM



  • მაქსიმალური სისწრაფე - 1300 ბრ/წთ; სპეციალური გადამყვანის საშუალებით კი, 900 ბრ/წთ-მდე.
  • ჰაერის ნაკადის დონე - 92,3 მ3/სთ
  • ხმაურიანობა - 19,8 დბ-მდე

NF-B9 PWM



  • მაქსიმალური სისწრაფე - 300-1600 ბრ/წთ-მდე; გადამყვანით კი, 1300 ბრ/წთ-მდე.
  • ჰაერის ნაკადის დონე - 64,3 მ3/სთ
  • ხმაურიანობა - 17,6 დბ-მდე

NF-R8 PWM



  • მაქსიმალური სისწრაფე - 300-1800 ბრ/წთ-მდე; გადამყვანით - 1300 ბრ/წთ-მდე.
  • ჰაერის ნაკადის დონე - 53,3 მ3/სთ
  • ხმაურიანობა - 17,1 დბ-მდე

თითოეულ კომპლექტში შედის კვების კაბელის 300 მმ-იანი დამაგრძელებელი და გამყოფი ორ 4-კონტაქტიან ბუდისთვის. რეკომენდირებული ფასები ამგვარია: NF-P12 PWM (19,90€ და 24,90$), NF-B9 PWM (17,90€ და 21,90$) და NF-R8 PWM (14,90€ და 18,90$). ნაწარმებზე მოქმედებს მწარმოებლის 6-წლიანი გარანტია.

  • Upvote 3
Posted

Noctua Launches New PWM Fans http://guru3d.com/news/noctua-launches-new-pwm-fans-/ კარგი რამეა მაგრამ ფასიც დიდი ადევს

Posted

სპ ინფოსთვის. წავიკითხე და მომეწონა.გემოვნებით არის ნათარგმნი,სიტყვებიც სწორად არის შერჩეული. +1 ჩემგან

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.