X-treme user Posted December 1, 2011 Posted December 1, 2011 კომპანია Noctua ბოლო დროს, ყურადღებას არამხოლოდ თავის ფენების აეროდინამიურ მახასიათებლების დახვეწას უთმობს, არამედ ასევე განაგრძობს მათი კვების ქვესისტემის გაუმჯობესებასაც - საფირმო მიკროსქემა NE-FD1-ის გამოყენებით. ის იძლევა მუშაობის დროს ხმაურის დონის შემცირებისა და ენერგომოხმარების დონის შეზღუდვის საშუალებას - 25-40%-მდე - PWM-მართვის ფუნქციის არმქონე, მისივე ანალოგიურ გადაწყვეტილებებთან და 50%-მდე - სისწრაფის მსგავს დიაპაზონში ფუნქციონირებად, კონკურენტ მოდელებთან შედარებით. გუშინ, მან წარმოადგინა კორპუსისთვის განკუთვნილი ვენტილატორები - NF-P12 PWM, NF-B9 PWM და NF-R8 PWM, რომლებიც ითვლებიან პოპულარულ, ამავე ვერსიების სახესხვაობებად - PWM-ის გარეშე. ციფრული ინდექსი პროდუქტების სახელწოდებებში, როგორც მიხვდით, მათ ზომებზე მეტყველებს, რომლებიც შეადგენს 120, 92 და 80 მმ-ს შესაბამისად. სპეციფიკაციები შემდეგნაირია: NF-P12 PWM მაქსიმალური სისწრაფე - 1300 ბრ/წთ; სპეციალური გადამყვანის საშუალებით კი, 900 ბრ/წთ-მდე.ჰაერის ნაკადის დონე - 92,3 მ3/სთხმაურიანობა - 19,8 დბ-მდე NF-B9 PWM მაქსიმალური სისწრაფე - 300-1600 ბრ/წთ-მდე; გადამყვანით კი, 1300 ბრ/წთ-მდე.ჰაერის ნაკადის დონე - 64,3 მ3/სთხმაურიანობა - 17,6 დბ-მდე NF-R8 PWM მაქსიმალური სისწრაფე - 300-1800 ბრ/წთ-მდე; გადამყვანით - 1300 ბრ/წთ-მდე.ჰაერის ნაკადის დონე - 53,3 მ3/სთხმაურიანობა - 17,1 დბ-მდე თითოეულ კომპლექტში შედის კვების კაბელის 300 მმ-იანი დამაგრძელებელი და გამყოფი ორ 4-კონტაქტიან ბუდისთვის. რეკომენდირებული ფასები ამგვარია: NF-P12 PWM (19,90€ და 24,90$), NF-B9 PWM (17,90€ და 21,90$) და NF-R8 PWM (14,90€ და 18,90$). ნაწარმებზე მოქმედებს მწარმოებლის 6-წლიანი გარანტია. Overclockers.ru 3 Quote
George Posted December 1, 2011 Posted December 1, 2011 Noctua Launches New PWM Fans http://guru3d.com/news/noctua-launches-new-pwm-fans-/ კარგი რამეა მაგრამ ფასიც დიდი ადევს Quote
anzori88 Posted December 1, 2011 Posted December 1, 2011 სპ ინფოსთვის. წავიკითხე და მომეწონა.გემოვნებით არის ნათარგმნი,სიტყვებიც სწორად არის შერჩეული. +1 ჩემგან Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.