Jump to content

Recommended Posts

Posted

სხვა მწარმოებლებთან ერთად, ვიდეობარათ GeForce GTX 560 Ti 448 Cores-ის საკუთარი ვერსია, თავის მხრივ, წარმოადგინა კომპანია GIGABYTE-მაც. მოდელი GV-N560448-13I აღჭურვილია სამ 80 მმ-იანი ფენისა და საორთქლე კამერის მქონე, Windforce 3X ქულერით. გაგრილების ამგვარი სისტემა ჩვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი მის სხვა გადაწყვეტილებებში.

ac6f8f87597d276e8455cdb81aebc632.jpg

სახელწოდებიდან გამომდინარე, ისედაც გასაგებია, რომ ყველა ამ ახალ გრაფიკულ ადაპტერს, ისევე, როგორც აღნიშნულსაც, გააჩნია 448 CUDA ბირთვი. გარდა ამისა, 320-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისიც, ხოლო ტაქტური სიხშირეები ქარხნულ ნიშნულებზე იმყოფება: 732/1464/3800 მჰზ. ასევე, გამოყენებულია ტექნოლოგია Ultra Durable VGA. მოსალოდნელია, რომ მისი ღირებულება არ გადააჭარბებს 300$-ს. ის ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული რაოდენობით - აშშ-ს, კანადის, დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და სკანდინავიურ ქვეყნების ტერიტორიაზე.

  • Upvote 5
Posted

ეს მართლა მაგარი სერიაა , MSI ის Twin Frozr III ზე გრილიც იქნება

Posted

გადავხედე ამის რევიუსაც და MSI-ს ვერსიაზე 3 გრადუსით უფრო ცხელი ყოფილა ეს

  • Upvote 1
Posted

ვაა :D ვერ ვიფიქრებდი ნამვილად

ისე თემისთვის ჩვეულებრივად დაგეწერა სერიის სახელი ( Windforce 3X ) რათ გინდა კოდური დასახელება ?

Posted

MSI-ს ტექნოლოგია კარგადაა გამოცდილი და საკმაოდ დახვეწილი... ეს ვიდეო დიდიც მოჩანს ამ სამი ფენის "წყალობით" :chojinfc:

ლექსოს 580-იც არ იყო მგონი ამსიგრძე :xelitavi:

Posted

EVGA, MSI, GIGABYTE-ის ვერსიების კარგი რაუნდ-აპია, ვისაც უნდა http://www.hardwarecanucks.com/forum/hardware-canucks-reviews/48843-nvidia-geforce-gtx-560-ti-448-roundup-evga-gigabyte-msi.html

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.