Jump to content

Recommended Posts

Posted

ბიჭებო, ვინმემ იცით ამ ფირმის შესახებ რამე? მაინეტრესებს როგორი კვება მაქვს. ეს არის ოფიციალური ლინკი თავისი მონაცემებით. ზუსტად ესეთი მაქვს:

RASURBO PSU GaminX & Power GAP656 V2 - 650 watts

ჯიტეკში ვიყიდე, ას რაღაცამდენი ღირდა როგორც მახსოვს. ხელში რომ მიჭირავს საკმაოდ მძიმეა. მართალია უცნობი ფირმაა, მაგრამ რადგან უცნობია ხომ არ ნიშნავს რომ ნაგავი ფირმაა? თანაც გერმანული ფირმაა. მოკლედ მაინტერესებს როგორია. ინტში ბევრი ვერაფერი ინფო ვერ ვნახე.

P.S. მონაცემებში უწერია CE-certified. ეს რას ნიშნავს?

Posted

კარგი ფირმაა, ნორმალურ კვებებს უშვებს. თუ არ ვცდები ბეროს ჰქონდა ეგ კვება უწინ.

Posted

ვეთანხმები მიშას

კარგი კვებაა, შენს სისტემას ყელში ამოუვა, ბრენდიც კარგია, თუმცა მაღალი დონის კვებებთან (Corsair, Enermax და ა.შ) ვერ მივა

Posted

20-20 ამპერი აქვს +12V განხრებზე. ჯამურად 35 ამპერიც რომ მოგცეს, 420 ვატია, რაც საშუალო დონის სისტემის დასაძრავად სრულიად საკმარისია დღესდღეობით.

Posted

არ არის კარგი კვება

იმიტომ რომ passive PFC აქვს

კვებას თუ აქტიური PFC არა აქვს კარგად ვერ ჩავთვლი :D

სისტემას non PFC კვების ბლოკებიც ამუშავებდნენ მაგრამ მერე აკრძალეს ეგეთი კვების ბლოკები ATX სტანდარტით

გამოდის საჭიროა :)

მოკლედ ჩემი დევიზია ძირს პასიური

გაუმარჯოს აქტიურს :D

Posted

მადლობთ გამოხმაურებისთვის ყველას :)

პასუხებიდან გამომდინარე როგორც ვხვდები ცუდი ბრენდი არ ჩანს და ნაკლიც მარტო პასიური PFC ქონია.

არ არის კარგი კვება

იმიტომ რომ passive PFC აქვს

კვებას თუ აქტიური PFC არა აქვს კარგად ვერ ჩავთვლი :D

სისტემას non PFC კვების ბლოკებიც ამუშავებდნენ მაგრამ მერე აკრძალეს ეგეთი კვების ბლოკები ATX სტანდარტით

გამოდის საჭიროა :)

მოკლედ ჩემი დევიზია ძირს პასიური

გაუმარჯოს აქტიურს :D

შეგიძლია ძალიან მოკლედ ამიხსნა რას ნიშნავს აქტიური და პასიური PFC?

Posted

მადლობთ გამოხმაურებისთვის ყველას :)

პასუხებიდან გამომდინარე როგორც ვხვდები ცუდი ბრენდი არ ჩანს და ნაკლიც მარტო პასიური PFC ქონია.

შეგიძლია ძალიან მოკლედ ამიხსნა რას ნიშნავს აქტიური და პასიური PFC?

გადაიკითხე ეს თემა ყველაფერი წერია კვების ბლოკზე თუ მთლიანი თემის გადაკითხვა გეზარება PFC-ზე წაიკითხე მარტო

Posted

კარგად მაინც ვერ მივხვდი რა არის ეგ PFC...

Posted

პიკური დენის მოხმარება Active PFC კვების ბლოკებში მცირე დატვირთვაზეც კი მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე Passive PFC კვების ბლოკების შემთხვევაში.

გარდა იმისა რომ აქტიური PFC უზრუნველყოფს იდეალურთან ახლო სიმძავრის კოეფიციენტს, პასიურისგან განსხვავებით აუმჯობესებს კვების ბლოკის მუშაობას - დამატებით ახდენს შემავალი ძაბვის სტაბილიზაციას - და კვების ბლოკი ხდება მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარე ქსელის ძაბვის ვარდნისადმი

ქტიური PFC-თი უფრო ადვილია უნივერსალური კვების ბლოკის აწყობა, რომელშიც დასაშვები შემავალი სიმძლავრე 110-დან 230 ვოლტამდეა და აღარ არის საჭირო სპეციალური გადამრთველი

გარდა ამისა აქტიური PFC კვების ბლოკებს აქვთ გამოუჯობესებული რეაქცია ხანმოკლე (წამიერი) დენის წასვლების მიმართ - ასეთ მომენტებში კვების ბლოკი აგრძელებს მუშაობას მაღალვოლტიანი выпрямител-ის (ეს ვერ ვთარგმნე) კონდენსტაროების ენერგიის ხარჯზე, რომელთა მუშაობის ეფექტურობა იზრდება ორჯერ ან უფრო მეტადაც. აქტიური PFC კვების ბლოკების კიდევ ერთი დიდი პლუსია მაღალ სიხშირიანი ხარვეზების ძალიან დაბალი დონე გამოსავალ არხებზე, ანუ ასეთი კვების ბლოკები Highly რეკომენდებულია ისეთ კომპიუტერებში რომლებზეც მიერთებულია ანალოგური ტიპის აუდიო/ვიდეო აპარატურა.

რეალურად Active PFC-თი ეფექტურობა ანუ მ.ქ.კ. დაახლოებით 94%-ს შეიძლება აღწევდეს

დროსლერი რომელიც Passive PFC კვების ბლოკში ეტევა იძლევა მხოლოდ 0.75 სიმძლავრის ფაქტორს და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ 70-75% ეფექტურობას.

გარდა იმ ნაწილებისა რომლებიც ვერ გაიგე მარტივად გეტყვი

active PFC უფრო ნაკლებ დენს დაწვავს

ანუ მეტ დენს (და ნაგავს :D) დაზოგავს

უფრო ნაკლებად გაცხელდება

უფრო ნაკლებად გააცხელებს ნაწილებს

უფრო ჩუმი იქნება

და ბევრად უკეთესი სისუფთავის (ხარისხის) დენს ანუ "კვებას" მიაწვდის კომპის ნაწილებს

რის გამოც ნაწილები მეტ ხანს გაძლებენ

Posted

მეც არ ვერკვეოდი კარგად აქტიურ და პასიურ ფპს-ებში.

აქტიური დეითრიეთ :D

CX430 მაინც

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.