Jump to content

Recommended Posts

Posted

დღეს ლიტერატურის ყველა თანამედროვე მოყვარეს აქვს ელექტრონული წიგნი ან დაფიქრებულა მაინც მის შეძენაზე. ამავე დროს იგი ხშირად დააქვთ გადაადგილებისას, რადგან კომპაქტური და სატარებლად მარტივი ნივთია. მაგრამ არ შეიძლება არ ვიცოდეთ იმ სიურპრიზების შესახებ, რომლებიც შეიძლება მათ გაგვიმზადონ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უსიამოვნო სიურპრიზს ეხება. როგორც ცნობილი გახდა, ელექტრონული წიგნის ეკრანი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს რენტგენის გამოსხივებით.

kindle-screen.jpg

ამის შესახებ იტყობინება მაიკლ ჰართი (Michael Hart), ის ირწმუნება, რომ მისი Kindle-ი დაზიანდა რენტგენული სკანერის გამოსხივებით მადრიდის აეროპორტში. ის დარწმუნებულია რომ მიზეზი მხოლოდ ერთია, რადგან იგი კითხულობდა თვითმფრინავის დაჯდომამდე. თეორიულად ეს შესაძლებელია, ამტკიცებს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დაპინ ჩუ (Daping Chu).

ეკრანი E Ink წარმოადგენს შავი და თეთრი დამუხტული ნაწილაკების მასივისგას შემდგარ კაპსულას, რომლებიც ელექტრომაგნიტური ველის გავლენით გადაადგილდებიან და წარმოქმნიან გამოსახულებას. გარკვეული პოზის მიღების შემდეგ ეკრანი ინახავს გამოსახულებას იქამდე, სანამ ძაბვა ისევ არ განხორციელდება, ეს დადებითად აისახება დარჩენილი ენერგიის ეკონომიაზე. შესაბამისად, ელექტროობის გარე წყაროს ადვილად შეეძლო დაერღვია ეკრანის მუშაობა, ან საერთოდ გამოეყვანა მწყობრიდან.

ამ ფენომენის უფრო სარწმუნო მიზეზი შეიძლება სტატიკური ელექტროობა იყოს, რომელსაც ელექტრონული წიგნის ზედაპირი წარმოქმნის. თუმცაღა რენტგენული გამოსხივების ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ. სკანერისგან გამოწვეული სტატიკურ დატვირთვას მართლა შეუძლია კაპსულაზე წარმოქმნას 100 ვოლტიანი ძაბვა და დააზიანოს ეკრანი, რაც გამოიწვევს ნაწილაკების ერთ ადგილზე სამუდამოდ გაჩერებას.

Amazon-მა არ დააყოვნა განცხადების გაკეთება, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Kindle-ზე რენტგენული გამოსხივების მოწყობილობამ არ უნდა გამოიწვიოს არანაირი პრობლემა. ასობით ათასი Kindle-ის მფლობელი დაფრინავს თვითმფრინავით ყოველდღიურად, მაგრამ მსგავსი პრობლემა არ ფიქსირდება, თუმცა Amazon-ი მზად არის უფასოდ გამოცვალოს ამ მიზეზით დაზიანებული ყველა ელექტრონული წიგნი. როგორც Telegraph-ი იუწყება, ამ პროგრამის მიხედვით მოწყობილობის შეცვლა უკვე განხორციელდა.

წყარო: 3DNews

  • Upvote 2
Posted

ეჭვი მაქვს არამხოლოდ რიდერებს, არამედ ჩვეულებრივ კომპიუტერებსაც აზიანებს რენტგენის სხივები. წინააღმდეგ შემთხვევაში აეროპორტის ტერმინალში ლეპტოპებს ცალკე არ გაატარებდნენ.

Posted

ჩემში რაც რენტგენის სხივებს გაუვლია, მაგრამ კი ვარ ცოცხალი :chojinfc:

Posted

ჩემში რაც რენტგენის სხივებს გაუვლია, მაგრამ კი ვარ ცოცხალი :chojinfc:

არ გიცნობდე მაინც :xelitavi:

  • 2 weeks later...
Posted

როგორც ვიცი,რაც გადის საზღვარს მაგ გზით,რენტგენის უფრო დაბალი ტალღით კონტროლდება,რადგან ამ ტიპის რენტგენის სხივი აღწევს ლითონშიც.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.