Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samyang-ის ექსკლუზიურ ევროპულ დისტრიბუტორ Delta Company-მ განაცხადა Nikon-ის ბაიონეტის მქონე, ობიექტივ Samyang AE 8mm 1:3.5 Aspherical IF MC Fish-eye CS-ის გამოშვების შესახებ. ეს გაუმჯობესებული ვერსია ჩაანაცვლებს ადრე გამოსულ მოდელს ინტეგრირებული მიკროპროცესორის გარეშე. ამ კომპონენტის არსებობა კი იძლევა ექსპოზიციის პარამეტრების სრული კონტროლის საშუალებას კამერის დონეზე, უზრუნველყოფს i-TTL-მაშუქების ავტომატიკის კორექტულ მუშაობასა და პარამეტრების ჩაწერას - გამოსახულების EXIF-ფაილის ბლოკში. მისი დამაგრება შესაძლებელი იქნება დღეს ხელმისაწვდომ Nikon-ის ნებისმიერ 'სარკიან' აპარატზე.

741e8a31d142a4cb68281efdf587ceca.jpg

ტექნიკური მონაცემები კი შემდეგნაირია:



  • ფოკუსური მანძილი - 8 მმ;
  • მაქსიმალური და მინიმალური დიაფრაგმა - f/3,5 - f/22 შესაბამისად;
  • ობიექტივის კონსტრუქცია - 10 ელემენტი 7 ჯგუფში (ერთი ასფერული ჰიბრიდული ელემენტი);
  • ხედვის კუთხე - 180° (Nikon DX ფორმატის კამერებისთვის);
  • დიაფრაგმის 'ფურცლების' რაოდენობა - 6;
  • ფოკუსირების მინიმალური მანძილი - 0,3 მ;
  • ზომები - დიამეტრი - 75 მმ, სიგრძე - 74,8 მმ;
  • მასა - დაახლოებით 400 გ

fbc37d1a07ac9307881845fd4d1483f0.jpg

პროდუქტის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს 325 ევროს. მასზე მოქმედებს მწარმოებლის 3-წლიანი გარანტია.

  • Upvote 1
Posted

აუ კაიაა <3 მინდა <3

Posted

თავიდან სამსუნგი მეგონა :D

8მმ ფოკუსი გაქანებული "თევზის თვალია". ვერ ვიტან მაგ ტიპის ლინზებს

Posted

"თევზის თვალია". ვერ ვიტან მაგ ტიპის ლინზებს

რატო ქუჩაში კაი კადრები ეძრობა :unsure:

9700407ed266.jpg

ისე კი ჩემ აპარატს სეთთინგებში აქვს და მინიმალურ მუღამს გამისწორებს რამე რო იყოს :D

Posted

რატო ქუჩაში კაი კადრები ეძრობა :unsure:

9700407ed266.jpg

ისე კი ჩემ აპარატს სეთთინგებში აქვს და მინიმალურ მუღამს გამისწორებს რამე რო იყოს :D

მასეთ კადრებს არ ვიღებ ხოლმე და რასაც ვიღებ, იქ ჩვეულებრივი ლინზა ჯობია :)

Posted

მე კიდე ყველას და ყველაფერს :D იქნებ სფერო მალე ვიპოვო :ugly_wink:

Posted

მეც მივადექი ყველაფერს და აღმოვაჩინე, რომ ჩემი სფერო საერთოდ არაა ფოტოგრაფია.

Posted

მეც მივადექი ყველაფერს და აღმოვაჩინე, რომ ჩემი სფერო საერთოდ არაა ფოტოგრაფია.

ხელი არ ამაღებინო მოწადინებული ვარ <3 :miyvarxar:

Posted

ხელი არ ამაღებინო მოწადინებული ვარ <3 :miyvarxar:

არც უნდა აიღო! არავითარ შემთხვევაში!!!

ისე კარგ ფოტოებს იღებს ეს ლინზა, დაგუგლეთ :)

  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.