X-treme user Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 ჩინეთში გამოჩნდა ვიდეობარათ GeForce GTX 550 Ti-ის ორიგინალური მოდიფიკაცია 999 იუანის (157$) ფასად, რომელსაც გააჩნია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე დისპლეიზე გამოტანის შესაძლებლობა. ეს კი რეალიზებულია სპეციალურ ჩიპ IDT VMM 1403-ის საშუალებით. Galaxy GTX 550 Ti Display 4 უზრუნველყოფს 1440 x 1080 გაფართოების სურათის გადაცემას ოთხ მონიტორზე ან 1920 x 1080 (Full HD)-ისას - სამზე. უკანა პანელზე განთავსებულია 4 DVI და ერთადერთი mini-HDMI გასასვლელი. პროდუქტი გრილდება ცენტრალური ფენის მქონე, აქტიური ქულერის მეშვეობით. Galaxy-ს ზოგიერთ სხვა ვიდეოადაპტერის მსგავსად, 'პროპელერი' ადვილად იხსნება - რადიატორის მტვრისგან გაწმენდის მიზნით. გარდა ამისა, მის არსენალში შესულია 192 ნაკადური პროცესორი, 192-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ GDDR5. ნომინალური სიხშირეები რეკომენდირებელზე რამდენადმე მაღალია - 950/1900/4100 მჰზ - ბირთვის, შეიდერებისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. კვების ქვესისტემა წარმოდგენილია ოთხი ძალური ფაზით (3 - GPU-სთვის, 1 - მეხსიერებისთვის), 6-პინიან PCI-E Power-ით (ფოტოსურათზე) და Galaxy G-Engine კონტროლერით. ნაწარმი სპეციალურად აზიურ ბაზრისთვის იქნა შემუშავებული, თუმცა მისი გამოჩენა საკმაოდ შესაძლებელია KFA-ს MDT-სერიის ბარათების შემადგენლობაში. Expreview 2 Quote
George Posted November 26, 2011 Posted November 26, 2011 Galaxy GeForce GTX 550 Ti Display4 Graphics Card Spotted http://guru3d.com/news/galaxy-geforce-gtx-550-ti-display4-graphics-card-spotted/ კარგი რამეა მართლა ისე კი ჩემ კარტაზე სულ ოდნავ ძლიერია და დაჟე GTX275-საც კი ვერ უდგება პერფორმანსში FULL-HD-ზე DX9-10 რეჟიმში Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.