Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინეთში გამოჩნდა ვიდეობარათ GeForce GTX 550 Ti-ის ორიგინალური მოდიფიკაცია 999 იუანის (157$) ფასად, რომელსაც გააჩნია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე დისპლეიზე გამოტანის შესაძლებლობა. ეს კი რეალიზებულია სპეციალურ ჩიპ IDT VMM 1403-ის საშუალებით. Galaxy GTX 550 Ti Display 4 უზრუნველყოფს 1440 x 1080 გაფართოების სურათის გადაცემას ოთხ მონიტორზე ან 1920 x 1080 (Full HD)-ისას - სამზე. უკანა პანელზე განთავსებულია 4 DVI და ერთადერთი mini-HDMI გასასვლელი.

db8a8117ab2d9c9c5d7b29b0a6538f37.jpg

cbf6655cf76d5d5419df1107c81cf80c.jpg

პროდუქტი გრილდება ცენტრალური ფენის მქონე, აქტიური ქულერის მეშვეობით. Galaxy-ს ზოგიერთ სხვა ვიდეოადაპტერის მსგავსად, 'პროპელერი' ადვილად იხსნება - რადიატორის მტვრისგან გაწმენდის მიზნით. გარდა ამისა, მის არსენალში შესულია 192 ნაკადური პროცესორი, 192-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ GDDR5. ნომინალური სიხშირეები რეკომენდირებელზე რამდენადმე მაღალია - 950/1900/4100 მჰზ - ბირთვის, შეიდერებისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. კვების ქვესისტემა წარმოდგენილია ოთხი ძალური ფაზით (3 - GPU-სთვის, 1 - მეხსიერებისთვის), 6-პინიან PCI-E Power-ით (ფოტოსურათზე) და Galaxy G-Engine კონტროლერით.

9772e942cf5a9b4adb6cd15977d638d5.jpg

0095f3f2d800598bf3d5d60f941f3e74.jpg

ნაწარმი სპეციალურად აზიურ ბაზრისთვის იქნა შემუშავებული, თუმცა მისი გამოჩენა საკმაოდ შესაძლებელია KFA-ს MDT-სერიის ბარათების შემადგენლობაში.

  • Upvote 2
Posted

Galaxy GeForce GTX 550 Ti Display4 Graphics Card Spotted http://guru3d.com/news/galaxy-geforce-gtx-550-ti-display4-graphics-card-spotted/ კარგი რამეა მართლა ისე კი ჩემ კარტაზე სულ ოდნავ ძლიერია და დაჟე GTX275-საც კი ვერ უდგება პერფორმანსში FULL-HD-ზე DX9-10 რეჟიმში

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.