Jump to content

Recommended Posts

Posted

Fujifilm X 'პრემიუმ-კლასის' კამერების ხაზის მესამე წარმომადგენელი გახდა მოდელი X-S1, რომლის მთავარ ღირსებად მიიჩნევს 'სუპერზუმ' კატეგორიის უხსნადი ობიექტივი - 26-იანი ზუმით. მას აგრეთვე გააჩნია სტაბილიზატორიც და მოიცავს ფოკუსურ მანძილს - 6,1-დან 158,6 მმ-მდე (35 მმ-იან ეკვივალენტში 24-624 მმ). ციფრული Zoom იძლევა გამოსახულების ორჯერ უფრო ახლოს მოტანის საშუალებას, ამასთან მაქსიმალური დიაფრაგმა იცვლება F/2,8-დან F/5,6-მდე, ხოლო მინიმალურის მუდმივი მნიშვნელობა კი შეადგენს F/11-ს. გარდა ამისა, ამ კომპონენტის კონსტრუქციაში შესულია 12 ჯგუფში გაერთიანებული 17 ლინზა, მათ შორის ოთხი ასფერული ელემენტი და ორი ED მინა. ფოკუსირების მინ. მანძილი 30 სმ-ია, თუმცა Super Macro Mode რეჟიმში, ის მცირდება 1 სმ-მდე.

7e17932a84012538288d4d12c7b2ac40.jpg

0808e8e8e75003ef4092ac6bda4c11a8.jpg

კამერა აღჭურვილია 2/3 დუიმ ფორმატის, EXR CMOS ტიპის გამოსახულების სენსორით, 12 მპ გაფართოებით, ისეთით, როგორიც მოდელ FinePix X10-შია. მას გააჩნია მუშაობის სამი რეჟიმი, რომელიც განკუთვნილია განათების სხვადასხვა პირობებისთვის: High Resolution, Wide Dynamic Range და High Sensitivity & Low Noise. მისგან გამომავალი სიგნალი მუშავდება პროცესორ EXR-ით, რომელიც იძლევა სერიული გადაღების საშუალებას - შვიდამდე (Large JPEG) ან ათამდე (Medium JPEG) კადრ/წმ-მდე. ასევე შესაძლებელია ფოტოსურათის მიღება - RAW ან RAW+JPEG ფორმატში ერთდროულად. გათვალისწინებულია სტერეოხმის მქონე, მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა (1080p/30) H.264-ში. ხოლო მონაცემთა შენახვისთვის, გამოიყენება SD/SDHC/SDXC (UHS-I) ტიპის მეხსიერების ბარათი.

cbb0dd43f6417d12e4217ebe9bf6aa58.jpg

77b36b85ae6f902fd0b411c06603a144.jpg

გადაღებისთვის ხელმისაწვდომია PASM რეჟიმები (პროგრამული, დიაფრაგმის პრიორიტეტი ან დაყოვნება და 'ხელისა'). შუქმგრძნობელობის სტანდარტული დიაპაზონი მოიცავს მაჩვენებლებს - ISO 100-დან ISO 3200-მდე, გაფართოებული კი - ISO 12800-მდე. მოდელის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 0,47 დუიმ დიაგონალის და 1,44 მლნ. წერტილ რეზოლუციის მქონე, ელექტრონული ვიდეომაძებარი, რომელიც ფარავს კადრის ფართობის 100%-ს. 3-დუიმიან, მბრუნავი თხევად-კრისტალური ეკრანის გაფართოება კი გახლავთ 460 ათასი წერტილი. Sunny Day რეჟიმი იძლევა დისპლეიზე გამოსახულების ნახვის საშუალებას კაშკაშა მზის სინათლეზეც კი. კამერას გააჩნია ე.წ.'Hot shoe', USB 2.0, HDMI და 3,5 მმ-იანი პორტი მიკროფონის შესაერთებლად. ელემენტის ერთი დამუხტვა საკმარისია 500 სურათის გადასაღებად. პროდუქტის ზომები შეადგენს 135 х 107 х 149 მმ-ს, ხოლო მასა კი - 920 გ-ს (ელემენტით და მეხსიერების ბარათით).

  • Upvote 4
Posted

ფუჯი არ მიყვარს დიდად იმიტომ, რომ სარკიან კამერებს არ აწარმოებს, თუმცა ასეთ ჰიბრიდებში ბადალი არ ჰყავს. კაი მძიმე კია ისე :D

Posted

მშვენიერი კამერაა. ფასი რამდენი იქნება?

  • 1 month later...
Posted

x-s1frontleft624mm.jpg

ეს კამერა ამას მაგონებს

lol-guy.jpg

ოღOნდ მეორე მხრიდან :D

Posted

x-s1frontleft624mm.jpg

ეს კამერა ამას მაგონებს

lol-guy.jpg

ოღOნდ მეორე მხრიდან :D

:D:givi::gigi: მართლა მაგრა გავს

წარმოვიდგინე რო აზუმებს და ამის პირი წინ და უკან რო მოძრაობს :D

  • Barca unlocked and locked this topic
  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.