X-treme user Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია LG-მ ოფიციალურად დაანონსა სმარტფონი Prada 3.0, რომელზეც ის მუშაობდა მოდის ცნობილი სახლის იტალიელ დიზაინერებთან ერთად. პროდუქტში შეინიშნება ინდივიდუალური შტრიხები და მისი არევა სხვა Android-მოწყობილობებთან რთული იქნება. მწარმოებლებმა არ უღალატეს სისქის შემცირების ტენდენციასაც, რომელიც შეადგენს 8,5 მმ-ს, ხოლო სიგრძე და სიგანე კი - 127,5 და 69 მმ-ს შესაბამისად. აპარატი დაფუძნებულია ერთკრისტალიან სისტემა Texas Instruments OMAP 4430-ზე (ის აგრეთვე გამოიყენება Amazon Kindle Fire და Toshiba AT200 პლანშეტებში და მაგალითად LG Optimus 3D-შიც), რომელიც მოიცავს 1,0 გჰზ სიხშირეზე მომუშავე, ორბირთვიან პროცესორს. სენსორულ ეკრან NOVA-ს სიკაშკაშის დონე კი, აღწევს 800 კდ/მ2-ს, ხოლო გაფართოება კი - 800 х 480 პიქსელს. გარდა ამისა, LG Prada 3.0-ის შემადგენლობაში შედის HSPA+, Wi-Fi 802.11a/b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერები, ორი კამერა (8 და 1,3 მპ გაფართოებით), 8 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება, რადიომიმღები, microSD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი და ასევე ლითიუმ-იონის ელემენტი 1540 mAh ტევადობით. ხოლო ოპერაციული სისტემის სახით, წარმოდგენილია Android 2.3 Gingerbread. phoneArena.com, IXBT 2
ჯამბო Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 ამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , ნოკიას ახალ მოდელებს გავს და საკმაოდ ლამაზად გამოიყურება , მაგრამ 4.3-იანი ეკრანი თუ დააყენეს გაიწელება და აღარ გამოვა ლამაზი << აქაა ვიდეო
LEON Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 მაგ ტიპის ტელისთვის 3.7 იდეალურია ეკრანს ვგულისხმობ რა თქმა უნდა
Barca Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 მოკლედ რაა უკვე ძალიან გაზარდეს ეკრანის ზომები ,ნამეტანია 4.3 ეგ მობილური კი არა უკვე "ტაშტია" :D
ჯამბო Posted November 25, 2011 Posted November 25, 2011 რავიცი ვნახოთ რა იქნება მაგრამ არამგონია პრადამ 4.3-ინჩიანი ეკრანი ჩაადებიოს...
X-treme user Posted December 6, 2011 Author Posted December 6, 2011 პრემიერა 14 დეკემბერს იქნებაო http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?15/30/45
X-treme user Posted December 15, 2011 Author Posted December 15, 2011 გამოვიდა ოფიციალურად, ჩავამატე ცნობები
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now