Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია LG-მ ოფიციალურად დაანონსა სმარტფონი Prada 3.0, რომელზეც ის მუშაობდა მოდის ცნობილი სახლის იტალიელ დიზაინერებთან ერთად. პროდუქტში შეინიშნება ინდივიდუალური შტრიხები და მისი არევა სხვა Android-მოწყობილობებთან რთული იქნება. მწარმოებლებმა არ უღალატეს სისქის შემცირების ტენდენციასაც, რომელიც შეადგენს 8,5 მმ-ს, ხოლო სიგრძე და სიგანე კი - 127,5 და 69 მმ-ს შესაბამისად.

b19719ba6a1e988c3b6cc86648b95224.jpg

6801eb0899f55788d038e77aac7dec12.jpg

აპარატი დაფუძნებულია ერთკრისტალიან სისტემა Texas Instruments OMAP 4430-ზე (ის აგრეთვე გამოიყენება Amazon Kindle Fire და Toshiba AT200 პლანშეტებში და მაგალითად LG Optimus 3D-შიც), რომელიც მოიცავს 1,0 გჰზ სიხშირეზე მომუშავე, ორბირთვიან პროცესორს. სენსორულ ეკრან NOVA-ს სიკაშკაშის დონე კი, აღწევს 800 კდ/მ2-ს, ხოლო გაფართოება კი - 800 х 480 პიქსელს.

251cce9ef297b12412fb55beb584432b.jpg

730ba3b93fb67771320cf3a2b5cb66e4.jpg

გარდა ამისა, LG Prada 3.0-ის შემადგენლობაში შედის HSPA+, Wi-Fi 802.11a/b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერები, ორი კამერა (8 და 1,3 მპ გაფართოებით), 8 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება, რადიომიმღები, microSD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი და ასევე ლითიუმ-იონის ელემენტი 1540 mAh ტევადობით. ხოლო ოპერაციული სისტემის სახით, წარმოდგენილია Android 2.3 Gingerbread.

  • Upvote 2
Posted

ამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , ნოკიას ახალ მოდელებს გავს და საკმაოდ ლამაზად გამოიყურება , მაგრამ 4.3-იანი ეკრანი თუ დააყენეს გაიწელება და აღარ გამოვა ლამაზი

<< აქაა ვიდეო
Posted

მაგ ტიპის ტელისთვის 3.7 იდეალურია

ეკრანს ვგულისხმობ რა თქმა უნდა

Posted

მოკლედ რაა უკვე ძალიან გაზარდეს ეკრანის ზომები ,ნამეტანია 4.3 ეგ მობილური კი არა უკვე "ტაშტია" :D

Posted

რავიცი ვნახოთ რა იქნება მაგრამ არამგონია პრადამ 4.3-ინჩიანი ეკრანი ჩაადებიოს...

  • 2 weeks later...
Posted

პრემიერა 14 დეკემბერს იქნებაო http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?15/30/45

  • 2 weeks later...
Posted

გამოვიდა ოფიციალურად, ჩავამატე ცნობები

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.