Jump to content

Recommended Posts

Posted

ინფორმაციულმა წყარომ მოიპოვა გვერდები ASUS-ის საფირმო ბუკლეტიდან, რომლებზეც საუბარია ორ ახალ ნეტბუქ - Eee PC 1025C და 1025CE-ზე და როგორც იტყობინებიან, ისინი გაყიდვაში საშობაო დღესასწაულების წინ გამოჩნდებიან.

73f9c01b0f3edde30e8a856b8e4e2c9e.jpg

ისინი დაფუძნებულნი იქნებიან Intel Cedar Trail პლატფორმაზე, გვპირდებიან რამდენადმე განსხვავებულ დიზაინს (წინამორბედებთან შედარებით) და მიიღებენ რვა (1025C-ის შემთხვევაში) ან სამ (1025CE-ში) ფერთა გაფორმებას. დისპლეები საკმაოდ ტრადიციულია და შეადგენს 10,1 დუიმს, ხოლო გაფართოება კი - 1024 х 600 პიქსელს.

კონფიგურაციებში აგრეთვე შევა ენერგოეფექტური პროცესორები Intel Atom N2600 (1,66 გჰზ) და N2800 (1,83 გჰზ), რომლებიც 6-სექციან ელემენტთან ერთად, უზრუნველყოფენ 12 სთ-მდე მუშაობას ავტონომიურ და 21 სთ-მდე - მომლოდინე რეჟიმში. გარდა ამისა, ადგილზეა Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0 მოდულები, HDMI და USB 3.0 პორტები, მყარი დისკი 250-დან 500 გბ-მდე ტევადობით და 1-2 გბ ოპერატიული მეხსიერება. საინტერესოა, რომ ოპციონალურ შემადგენლობის სახით, ხელმისაწვდომია Blu-ray დისკების კითხვის უნარის მქონე, ოპტიკური წამყვანი, რომელიც შეიძლება დაყენდეს სტანდარტულ CD/DVD-ებთან თავსებად მოწყობილობის ნაცვლად.

ნეტბუქების მასა შეადგენს 1,25 კგ, ხოლო ზომები კი - 262 х 178 х 20,7-34,4 მმ. ფასები უკვე ცნობილია: ASUS Eee PC 1025C ბაზური კომპლექტაციით ხელმისაწვდომი იქნება 249, ხოლო Eee PC 1025CE - 299 ევროდ.

  • Upvote 3
Posted

რახან Blu-ray ს მხადაჭერა აქვს კარგი ინტერირებული ვიდეოც სჭირდება და მაგ ატომებს არ აქვთ კარგი ინტერირებული გრაფიკული ჩიპი :xeli:

ისე ლამაზია ფორმით

  • 1 month later...
Posted

Intel 'Cedar Trail' Atom Platform launches http://guru3d.com/news/intel-cedar-trail-atom-platform-launches/

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.