X-treme user Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 ზოგიერთი გრაფიკული ბარათების მწარმოებელი, საახალწლო ფასდაკლებების სეზონისთვის ცდილობენ გამოუშვან რაიმე სახის პროდუქტი მაინც, რომელსაც უნარი ექნება ენთუზიასტების მოზიდვისა. როგორც ვებ-გვერდი HardOCP იუწყება, კომპანია Galaxy-მ გადაწყვიტა მომხმარებლებს შესთავაზოს GeForce GTX 580-ის უჩვეულო ვარიანტი, რომლის შესახებ ძირითადი ინფორმაციაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ მისი ფოტოსურათები უკვე გავრცელდა. ნაწარმი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის ბეჭდურ დაფას, რომელზედაც მოიძებნა ადგილი სამი ფენისა და ფართო რადიატორისგან შემდგარ გაგრილების სისტემისთვის, რომელთანაც დაკავშირებულია სპილენძისგან დამზადებული, ხუთი სითბური მილაკი. 'პროპელერების' ჩარჩოები სიბნელეში ეფექტურად ანათებენ, რითაც გარეგნულად ზიგზაგიზებურ კვალს ტოვებენ. ხოლო რაც შეეხება კვების ბლოკთან დაკავშირებას, ის ხორციელდება 6 და 8-პინიან პორტების კომბინაციის საშუალებით. უკანა პანელზე გათვალისწინებულია სამი mini-HDMI გასასვლელი, რომელთა მეშვეობითაც, ბარათს შეუძლია სამ მონიტორთან მუშაობა და ამგვარად, პანორამულ დესქტოპის მიღება - 5760 х 1080 პიქსელ გაფართოებით, ხოლო კიდევ ერთ დისპლეის ჩართვა ხდება სრული ზომის DisplayPort-ით. ეკრანების მუშაობის სამართავად კი, გვეხმარება საფირმო უტილია EZY. ტაქტურ სიხშირეებისა და ანონსის თარიღების შესახებ, არაფერს იტყობინებიან. Overclockers.ru 6
სოსო Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 პორტალი ამუშავდა ისევ ახალ ჰოსტინგზე და შევუდგები ნიუსების გატანას :)
George Posted November 18, 2011 Posted November 18, 2011 Galaxy GeForce GTX 580 Multi-Display Support Pictured http://guru3d.com/news/galaxy-geforce-gtx-580-multidisplay-support-pictured-/ ხო მაგარი ზვერი კარტაა მართლა არარეფერანს მოდელებში
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now