Fisher Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 კომპანია Gartner–მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალის სმარტფონების მსოფლიო ბაზრის კველევის რეზულტატები წარმოადგინა. სამი თვის განმავლობაში სულ 440,5 მ.ლ.ნ. სმარტფონი და მობილური ტელეფონი გაიყიდა, რაც 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5,6%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 417,1 მ.ლ.ნ. ერთეულს არ აღემატებოდა. 105,4 მ.ლ.ნ. გაყიდული «ყურმილით» ბაზარზე ლიდერობას Nokia არავის უთმობს, თუმცა არც ამჯერად დარღვეულა ტრადიცია და კომპანიის წილი 28,2–დან 23,9%–მდე ჩამოვიდა. მეორე ადგილზე სამხრეთ კორეული მწარმოებელი, Samsung იმყოფება, რომელმაც 78,6 მ.ლ.ნ. სმარტფონის/ტელეფონის რეალიზება მოახერხა და ბაზრის 17,8% დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 17,2%–ს შეადგენდა. შემდეგ მოდის LG Electronics, მან სამი თვის განმავლობაში 21,0 მ.ლ.ნ. აპარატი გაყიდა, შესაბამისად ნაცვლად 6,6 პროცენტისა, დღეისათვის მხოლოდ 4,8%–ს ფლობს. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე Apple და ZTE იმყოფებიან, რომლებიც 17,3 და 14,1 მ.ლ.ნ. გაყიდული მოწყობილობით ბაზრის 3,9 და 3,2%–ს აკონტროლებენ. ზრდა — 0,7 და 0,3%, შესაბამისად. Gartner–ის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ, ერთი წლის განმავლობაში, მოთხოვნა სმარტფონებზე 42%–ით გაიზარდა — 115 მ.ლ.ნ. ერთეული. 24 მ.ლ.ნ. გაყიდული კომუნიკატორით, ლიდერთა დავაში, Samsung უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსს არავის უთმობს; მეორეზეა «ვაშლების» კომპანია, რომელმაც სამი თვის განმავლობაში 17 მ.ლ.ნ. «ჭკვიანი ტელეფონის» რეალიზება მოახერხა. უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ Android-მოწყობილობები: მათი წილი მესამე კვარტალში სულ გაყიდული სმარტფონებიდან 52,5%–ს შეადგენს (ერთი წლით ადრე — 25,3%). შემდეგ მოდიან Symbian–აპარატები (16,9%), iOS (15,0%), BlackBerry OS (11,0%), Bada (2,2%) და Windows (1,5%). უცხოური: gartner ქართული: GO ქართული ჩემია 3
ბექა Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 თუ აკოპირებ დაუწერე, თუ წერ იგივენაირი არ გამოგივა! და უცხოური წყარო დაურთე.
Fisher Posted November 17, 2011 Author Posted November 17, 2011 თუ აკოპირებ დაუწერე, თუ წერ იგივენაირი არ გამოგივა! და უცხოური წყარო დაურთე. აწი აღარ დავაკოპირებხოლმე პირდაპირ, იქ ცოტა ჟურნალისტური ენაა საჭირო და აქ ცოტა ჩემებურად დავწერხოლმე ;)
ბექა Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 აწი აღარ დავაკოპირებხოლმე პირდაპირ, იქ ცოტა ჟურნალისტური ენაა საჭირო და აქ ცოტა ჩემებურად დავწერხოლმე დაიცადე კაცო თუ GO-ზე წერ მაშინ შენი ნებაა მიუთითებ თუ არა მაგრამ ჯობს მიუთითო, თუ სხვისი დაწერილია იქ და აკოპირებ მაშინ აუცილებლად მიუთითე და თუ უცხოურიდან თარგმნი ეგ მიუთითე. არ უნდა 3 და 4 წყარო საიდანაც წერ მხოლოდ ის.
Barca Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 ნოკიაა Symbian მაინც ჯობნის IOS ს ეს ახალი Symbian Belle და Anna ბევრდ მაღალი დონეა და ჩემი აზრით უფრო ასწევს ნოკიას რეიტინგს და OS ისასაც ნუ ანდროიდის პირველობა განპირობებულია იმით რომ რამოდენიმე ფირმა იყენებს თავის სმარტფონებში და Symbian ს და IOS ს მხოლოდ ერთი ფირმა
OverDozeD Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 Fisher კარგია რომ აქტიურობ, მაგრამ ყურადღებით იყავი მოპარული სტატიასავით არ გამოვიდეს. გასაგებია, რომ შენივე სტატიის მოპარვა არ გამოგივა არანაირად, მაგრამ მეორეს მხრივ სტატიის თავდაპირველი წყარო ასევე ითვლება მის ინტელექტუალურ მესაკუთრედ. მუთუმეტეს თუ ეს წყარო ქართულია.
Fisher Posted November 17, 2011 Author Posted November 17, 2011 Fisher კარგია რომ აქტიურობ, მაგრამ ყურადღებით იყავი მოპარული სტატიასავით არ გამოვიდეს. გასაგებია, რომ შენივე სტატიის მოპარვა არ გამოგივა არანაირად, მაგრამ მეორეს მხრივ სტატიის თავდაპირველი წყარო ასევე ითვლება მის ინტელექტუალურ მესაკუთრედ. მუთუმეტეს თუ ეს წყარო ქართულია. რა საჭიროა ამდენი ,,-სავით,, ,,მეორეს მხრივ,, ,ასევე,, მოკლედ ამიხსენით შემიძლია თუ არა ჩემი დაწერილი სტატიის აქ დადება და თუ შემიძლია წყაროდ სადაც პირველად დავწერე ეგ მივუთითო?? ან უფრო თავისუფალი ენით დავწერო ვიდრე საიტებზე ვწერ და წყარო ვაბშე არ მივუთითო???
ბექა Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 რა საჭიროა ამდენი ,,-სავით,, ,,მეორეს მხრივ,, ,ასევე,, მოკლედ ამიხსენით შემიძლია თუ არა ჩემი დაწერილი სტატიის აქ დადება და თუ შემიძლია წყაროდ სადაც პირველად დავწერე ეგ მივუთითო?? ან უფრო თავისუფალი ენით დავწერო ვიდრე საიტებზე ვწერ და წყარო ვაბშე არ მივუთითო??? შენ თუ გირჩევნია თავისუფლად წერა მაშინ მგონია რომ არაფერი წყარო არ უნდა (თუ გინდა უცხოური მიუთითე).
Fisher Posted November 17, 2011 Author Posted November 17, 2011 შენ თუ გირჩევნია თავისუფლად წერა მაშინ მგონია რომ არაფერი წყარო არ უნდა (თუ გინდა უცხოური მიუთითე). აი ეგრე შეკაცო, დავიტანჯი ერთი სხვას მეუბნება მეორე სხვას . მადლობა ;)
OverDozeD Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 რა საჭიროა ამდენი ,,-სავით,, ,,მეორეს მხრივ,, ,ასევე,, მოკლედ ამიხსენით შემიძლია თუ არა ჩემი დაწერილი სტატიის აქ დადება და თუ შემიძლია წყაროდ სადაც პირველად დავწერე ეგ მივუთითო?? ან უფრო თავისუფალი ენით დავწერო ვიდრე საიტებზე ვწერ და წყარო ვაბშე არ მივუთითო??? საჭირო რომ არ იყოს არ დავწერდი. შეგიძლია დადო სტატია რათქმაუნდა, უბრალოდ წყარო ჯობია უცხოური მიუთითო.
ბექა Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 მე ლიჩნად წყარო მაგარი მკიდია ეგ იუზერების უმრავლესობას, მაგრამ საჭირო, რომ არ იყოს არც გავამახვილებდით ყურადღებას. ოფდება თემა.
OverDozeD Posted November 17, 2011 Posted November 17, 2011 მე ლიჩნად წყარო მაგარი მკიდია არაუშავს შეეჩვევი.
იასე Posted November 19, 2011 Posted November 19, 2011 როგორც ჟორა ამბობს ,,ჩაწერე და იბატონე" ანდროიდი მაგარია
Recommended Posts