X-treme user Posted November 11, 2011 Posted November 11, 2011 კომპანია Coolink-მა, რომლის შტაბ-ბინაც ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიშია განლაგებული, გამოუშვა Corator DS ქულერის ცალკეული ვერსია ოთხ და ექვსბირთვიან Core i7-3000 პროცესორებისთვის - Corator DS - LGA2011. პროდუქტის წონა 1040 გრამია, ხოლო ზომები კი 155 (H) x 140 (L) x 121 (W). ის შედგება ორ თანაბარი ზომის ალუმინის ფირფიტების სექციისგან, სპილენძის ძირისგან, ამავე მეტალის 4 ცალ, 8 მმ დიამეტრის მქონე სითბური მილაკისა და 120 მმ-იან ფენ Coolink SWiF2-120P-ისგან. კონსტრუქციაში გამოყენებულია ტექნოლოგია Gapless Direct Touch (GDT), რომელიც გულისხმობს სპილენძის მინიმალურ ფენას - CPU-ს დამცავ სახურავისა და ჰითპაიპებს შორის. ზემოაღნიშნულ 'პროპელერის' ზუსტი გაბარიტები შეადგენს 120 x 120 x 25 მმ-ს და ის ასრულებს 800-დან 1700 ბრ/წთ-ში, ამასთან გამოყოფილი ხმაურის დონე ვარირებს 8,5-დან 27,1 დბ-მდე. მას საფუძვლად უდევს ჰიდროდინამიური საკისარი. მოდელის ღირებულება ზუსტად იგივეა, რაც იყო Intel და AMD-ს შედარებით ადრეულ პლატფორმებისთვის განკუთვნილ, უბრალო ვერსიის შემთხვევაში, კერძოდ კი - 45$. Overclockers.ua 3 Quote
AVENGER Posted November 11, 2011 Posted November 11, 2011 ოჰო სრული სპილენძის ზედაპირი ამას კარგი შედეგი უნდა ქონდეს წესით :thumbsup: Quote
სოსო Posted November 11, 2011 Posted November 11, 2011 ისე რა არ არის მარტო სპილენძის ზედაპირი გადამწყვეტი Quote
შაკო Posted November 23, 2011 Posted November 23, 2011 ისე რა არ არის მარტო სპილენძის ზედაპირი გადამწყვეტი გააჩნია რას აგრილებ არა ? ჩემსას რო დავუყენო გაცხელებას მომთხოვს მერე ე4200 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.