T.J. Posted November 10, 2011 Posted November 10, 2011 რამდენიმე დღის წინ VIA Technologies_მა ოფიციალურად წარადგინა EPIA-900 დედა დაფა, რომელიც აღჭურვილია 1GHz ორბირთვიანი (64-bit) პროცესორით. VIA_ს განცხადებით აღნიშნულ დედა დაფა თავსებადია 4GB DDR3 ტიპის ოპერატიულ მეხსიერებასთან, ამასთან მას გააჩნია 2 x USB 2.0, GigaLAN, HDMI (1080p) და VGA კონექტორები, გარდა ამისა სპეციალური შემაერთებლების მეშვეობით შესაძლებელია დამატებით 5 x USB 2.0, PS/2 და აუდიოკონექტორის გარეთა პანელზე გამოტანაც. დედა დაფაში ჩაშენებული ბოლო თაობის ChromotionHD 2.0 ტექნოლოგიაზე დაფუძვნებული მაღალი წარმადობის ვიდეო დეკოდერი, ცენტრალური პროცესორის ძლიერი დატვირთვის გარეშე უზრუნველყოფს (H.264,MPEG 2, VC 1, WMV9) ვიდეო გამოსახულების სრულყოფილ ფილტრაციას და მის 1080p_მდე სტანდარტით გადაცემას. დედა დაფაზე ინტეგრირებული Vinyl VT2021 მოდული წარმოადგენს 10 არხიან HD აუდიო კოდეკს, ხმის გამორჩეული ხარისხითა და Blu-Ray Audio მხარდაჭერით. აღნიშნული დედა დაფის გაბარიტებია: 10სმ x 7.2სმ. 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.