X-treme user Posted November 9, 2011 Posted November 9, 2011 კომპანია Packard Bell-ის ბრიტანულმა განყოფილებამ, ქვეყნის ბაზარზე გამოუშვა ორი ახალი მონობლოკური კომპიუტერი - oneTwo M და oneTwo L. მათ შორის ძირითადი განსხვავება ეკრანის დიაგონალის ზომაშია, პირველისთვის ის შეადგენს 21,5-ს, ხოლო მეორესთვის - 23 დუიმს. განსხვავება გაფართოებაშიც არ არის და ორივე მათგანისთვის ის 1920 х 1080 პიქსელია. პროდუქტები ეფუძნებიან Intel Huron River პლატფორმას და აღჭურვილნი არიან ინტეგრირებულ GPU-ს მქონე, Sandy Bridge პროცესორით. ხელმისაწვდომი იქნება ასევე დისკრეტული NVIDIA GeForce GT 520 და 530, ან AMD Radeon HD 6450 ვიდეობარათებიც. მყარი დისკის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 ტბ-ს, ოპერატიულის კი - 8 გბ-ს. გარდა ამისა, თითოეულის კომპლექტაციაში შესულია ჩაშენებული ვებ-კამერა, ორი 2,5 ვ სიმძლავრის დინამიკი, ოპტიკური წამყვანი DVD-დისკების ჩაწერისა და Blu-ray-ს წაკითხვის შესაძლებლობით, მოწყობილობა ხუთი ფორმატის მეხსიერების ბარათების read/write-ისთვის, ორი USB 3.0 და ოთხი USB 2.0 ინტერფეისი, ვიდეოგასასვლელი HDMI. იტყობინებიან, რომ ნაწარმები თავიანთ წინამორბედებთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით უფრო ნაკლები სისქის არიან, თუმცა ზუსტი ზომები არ ვრცელდება. დიდ ბრიტანეთში, ისინი უნდა გამოჩნდნენ ამ თვეს. ცნობილია მათი ფასებიც: oneTwo M ბაზური შემადგენლობით - 960$, oneTwo L მასზე 160$-ით ძვირი. TechWatch 4 Quote
AVENGER Posted November 9, 2011 Posted November 9, 2011 ესენი საკაიფო მონიტორებს უშვებდნენ იმედია ესეც კარგი იქნება ნავიდუ მაგარი ვეშია :thumbsup: Quote
Barca Posted November 9, 2011 Posted November 9, 2011 კარგია მაგრამ ვიდეო ბარათები სულ სუსტი აქვს ასეთ PC ებს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.